თავში

Volkswagen ელექტრომობილების წარმოებისთვის დიდ თანხებს ხარჯავს

Volkswagen ელექტრომობილების წარმოებისთვის დიდ თანხებს ხარჯავს
Volkswagen ელექტრომობილების წარმოებისთვის დიდ თანხებს ხარჯავს

Volkswagen-მა ორ ჩინურ კომპანიაში ინვესტიციების განხორციელების გადაწყვეტილება მიიღო, რომლებიც ელექტრონულ ძრავზე მომუშავე ავტომობილების შექმნით არიან დაკავებულები.  ინვესტიციის რაოდენობა 1,1 მილიარდ ევროს შეადგენს. 

გერმანული ავტომწარმოებელი, JAC Motors-თან ერთად საერთო პროექტის JAC Volkswagen-ის წილების 75% ფლობს. ამასთან Volkswagen,  1,1 მილიარდ დოლარის სანაცვლოდ აკუმულატორების მწარმოებელი ჩინური კომპანიის 26,5%-იანი წილის მფლობელი ხდება. 

VW 2025 წლისთვის გეგმავს ელექტოავტომობილების წარმოების გაზრდას ჩინეთში 1,5 მილიონამდე წელიწადში. ამასთან,  ს.ს JAC Volkswagen 2029 წლისთვის, ელექტრომობილის 5 ახალ მოდელს წარადგენს და წარმოებას 400 000-მდე გაზრდის წელიწადში. 

როგორც ჩანს, Volkswagen აქტიურად ცდილობს ელექტრო ძრავზე მომუშავე ავტომობილების წარმოებაში საკუთარი სიტყვა ხმამაღლა თქვას. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system