თავში

Volvo ყველაზე უსაფრთხო ელექტრომობილს წარადგენს - VIDEO

Volvo ყველაზე უსაფრთხო ელექტრომობილს წარადგენს
Volvo ყველაზე უსაფრთხო ელექტრომობილს წარადგენს - VIDEO

Volvo უკვე დიდი ხანია XC40 SUV-ს ტესტავს და როგორც ჩანს, კომპანია მზად არის, სიამაყით ამცნოს მსოფლიოს, რომ მისი ახალი და პირველი ელექტრო ავტომობილი, იქნება ყველაზე უსაფრთხო მანქანა გზებზე. XC40 SUV გამორჩეულია, როგორც ავთენტური დიზაინით, ასევე ტექნიკური მახასიათებლებით. Engadget-ის ცნობით ელექტრომობილის ბატარეა განთავსებულია იატაკზე, რაც სიმძიმის ცენტრის გაწონასწორებას უწყობს ხელს. აკუმულატორი დაცულია სპეციალური უსაფრთხო ქეისი-საფარით, რომელიც შეჯახების შემთხვევაში დაზიანებისგან იცავს ლითიუმ-იონურ ქსელს. ვოლვოს ახალ ავტომობილში, წინა და უკანა მხრიდან, ასევე გვერდიდან, დამონტაჟებულია სპეციალური მეტალის დამცავები, რომლებიც შეჯახების შემთხვევაში, მანქანის სალონის დეფორმაციას მინიმუმამდე ამცირებს და მგზავრების უსაფრთხოებას მაქსიმალურად უზრუნველყოფს. ელექტრომობილი მხოლოდ მგზავრების უსაფრთხოებაზე არ ზრუნავს, სენსორების და გარე კამერების მეშვეობით, მანქანას შეუძლია იზრუნოს ფეხით მოსიარულეებთან და ზოგადად ნებისმიერ საგანთან შეჯახების თავიდან აცილებაზეც. მოდელის საჯარო პრეზენტაციას კომპანია ვოლვო 16 ოქრომბერს გამართავს.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system