თავში

ვრცელდება თუ არა კორონავირუსი G5 ტექნოლოგიით

​ვრცელდება თუ არა კორონავირუსი G5 ტექნოლოგიით
ვრცელდება თუ არა კორონავირუსი G5 ტექნოლოგიით

მსოფლიო მეცნიერებმა სრული აბსურდი უწოდეს თეორიას იმის შესახებ, რომ 5G თაობის ტექნოლოგია კორონავირუსის გავრცელებას უწყობს ხელს. მეცნიერების ეს პასუხი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს მოჰყვა, სადაც კადრებში ჩანს დიდ ბრიტანეთში, ქალაქ ბირმინგემში ცეცხლმოკიდებული ანძა. მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ G5 ტექნოლოგიის კავშირგაბმულობის ანძები ჯანმრთელობისთვის საშიშია და ის კორონავირუსის გავრცელებას უწყობს ხელს.

თეორიის მიმდევრებში ორი ვერსიაა გავრცელებული :

. ვერსია, რომ 5G ტექნოლოგია იმუნურ სისტემას აქვეითებს და ამით ხელს უწყობს კორონავირუსით დაინფიცირებას.

. ვერსია, რომ ვირუსის გავრცელება შეიძლება მოხდეს უშუალოდ 5G ტექნოლოგიის გამოყენებით.

დიდი ბრიტანეთის, რედინგის უნივერსიტეტის, მიკრობიოლოგიის ასოცირებული პროფესორის საიმონ კლარკის ეს თეორია სრულიად უსაფუძვლოა. მეცნიერის თქმით, ძალიან ძლიერმა რადიოტალღებმა, რომელსაც დიდი ენერგია აქვს, შეიძლება დააზიანოს ადამიანის ჯანმრთელობა, თუმცა 5G ტექნოლოგიის ენერგია არ არის ისეთი სიმძლავრის, რომ მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს ადამიანის ჯანმრთელობაზე.

მეცნიერის თქმით, 5G-სა და Covid-19-ის გავრცელებას შორის კავშირი აბსოლუტური აბსურდია და ბიოლოგიურად ის სრულიად შეუძლებელია.

ვერსიას დიდი ბრიტანეთის საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის ექიმი სტეფან ფოუსიც გამოეხმაურა და მას კორონავირუსთან დაკავშირებით გავრცელებული ყველაზე ცუდი „ყალბი იფნორმაცია“ უწოდა.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system