თავში

ვცდილობთ იაპონელი ინვესტორები მოვიზიდოთ - იაპონიის ელჩი

ვცდილობთ იაპონელი ინვესტორები მოვიზიდოთ - იაპონიის ელჩი
ვცდილობთ იაპონელი ინვესტორები მოვიზიდოთ - იაპონიის ელჩი

„ვცდილობთ იაპონელი ინვესტორები მოვიზიდოთ, რომლებსაც სურთ საქართველოში გარკვეული საქმიანობა განახორციელონ“, - ამის შესახებ საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იმამურა აკირას მოუსმინა.

„ჩვენთვის მთავარია მოვახდინოთ დამაკავშირებელი არხების გაძლიერება აზიის ქვეყნებსა და საქართველოს შორის. ვცდილობთ იაპონელი ინვესტორები მოვიზიდოთ, რომლებსაც სურთ საქართველოში გარკვეული საქმიანობა განახორციელონ. ერთობლივი ძალისხმევის შედეგია ქუთაისისა და დარიალის პროექტები რომელიც იაპონიისა და საქართველოს თანამშრომლობით განხორციელდა. ამგვარი ინვესტიციები მომავალშიც განხორციელდება. ჩვენ გვაქვს დადებული ხელშეკრულება საგანგებო საგადასახადო რეჟიმის შესახებ, რათა მაღალი ინვესტიციების განხორციელებისას თავიდან იქნას აცილებული ორმაგი დაბეგვრა“, - განაცხდა ელჩმა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system