თავში

ზამთრის კურორტების 1 თებერვლიდან გახსნის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა

ზამთრის კურორტების 1 თებერვლიდან გახსნის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა
ზამთრის კურორტების 1 თებერვლიდან გახსნის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა

ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, სათხილამურო კურორტები პირველი თებერვლიდან მუშაობას ვერ აღადგენენ - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნესასოციაციების, ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებისა და ეპიდემიოლოგების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ვიცე-პრემიერის თქმით, სათხილამურო კურორტებზე დამსვენებლების ერთდროული თავშეყრა კორონავირუსით ინფიცირების მაღალ რისკს წარმოადგენს.

„სათხილამურო კურორტებზე ბევრი დამსვენებლის ერთდროულად ჩასვლა და კონცენტრირება არის სწორედ ის ყველაზე მაღალი საფრთხე, რაც კურორტებზე იწვევს ინფიცირების მაჩვენებლის ძალიან სწრაფ ზრდას. სწორედ ეს არის მიზეზი არამხოლოდ საქართველოში, ძალიან ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, იმ ქვეყნებში სადაც სათხილამურო ტურიზმი მათი ეკონომიკის და ტურიზმის წამყვანი დარგია, სათხილამურო კურორტი რომ არ ფუნქციონირებს.

ასეთივე რისკები გვაქვს საქართველოში. ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, სათხილამურო კურორტები პირველი თებერვლიდან მუშაობას ვერ აღადგენენ,"- განაცხადა ცქიტიშვილმა.

ტურიზმის სექტორი პირველი თებერვლიდან გახსნას ითხოვს.

ტურიზმის დიდი როლი საქართველოს ეკონომიკაში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გახარიამაც აღიარა და დასძინა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რათა ზაფხულის ტურისტული სეზონი ამუშავდეს.

კერძო სექტორის წარმომადგენლები არ ეთანხმებიან 22.01.2021 -ში მიღებულ გადაწყვეტილებას წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ და ტურიზმის სექტორი საქართველოს მთავრობას ღია წერილითა და რეკომენდაციებით მიმართა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system