თავში

ზამთრის კურორტების გახსნას ითხოვენ

ზამთრის კურორტების გახსნას ითხოვენ
ზამთრის კურორტების გახსნას ითხოვენ

საქართველოს მთის კურორტების ბიზნეს ასოციაცია ზამთრის კურორტების გახსნას ითხოვს. 

„ვითხოვთ ყურადღებას და ქმედით ნაბიჯებს, არ მოკლათ ბიზნესი მთის კურორტებზე,“ - ასე მიმართა მთავრობას ასოციაციის ხელმძღავნელმა მაია ბიჭიკაშვილმა 13 ასოციაციის დღეს გამართულ დარგთაშორისი 6-პუნქტიანი გეგმის წარდგენისს.

ბიჭიკაშვილის თქმით, მთის კურორტების ბიზნეს სექტორი კატასტროფის წინაშეა და გადარჩენას ითხოვს, რაც პირდაპირაა დამოკიდებული გახსნაზე. 

"მთის კურორტები მეორე სეზონის დახურვას ვერ გადაიტანს და გაკოტრდება. ეკონომიკასაც დიდი პრობლემები შეექმნება, რადგან ამის რეაბილიტაცია დიდი ხანი ვერ მოხერხდება, ამიტომ სამთო-სათხილამურო კურორტების ბიზნეს სექტორი ითხოვს 1 თებერვლიდან საბაგიროების გახსნას. ყველანაირი წესების დაცვით და კონტროლით. იმ ბიზნესმა და იმ სფეროს წარმომადგენლებმა, რომლებიც ამ კურორტებზე ოპერირებენ, ისწავლეს კოვიდთან თანაცხოვრება და სრული პასუხისმგებლობით მზად არიან, რომ წესების დაცვით მოემსახურონ დამსვენებელს“, - განაცხადა მაია ბიჭიკაშვილმა.

მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მთავრობასთან რაიმე სახის კომუნიკაცია და კონსულატციები მათ არ ჰქონიათ და საბაგიროების გახსნასთან ერთად კურორტებზე მოქმედი ბიზნესების მხარდაჭერას ითხოვს.

„მთის კურორტები, ფაქტობრივად, უპატრონოდაა დარჩენილი და იქ ოპერირებადი ბიზნესი ითხოვს შეღავათებს სამომავლოდ - ეს არის საბანკო, საგადასახადო შეღავათები და ა.შ“, - უთხრა ჟურნალისტებს ასოციაციის ხელმძღვანელმა.

ტურინდუსტრია ზამთრის კურორტების გახსნას დიდი ხანია ითხოვს.

ცნობისთვის, ტურიზმის სექტორს გადავადებული საშემოსავლო გადასახადი ჩამოეწერა, თუმცა სექტორს ეს შეღავათი ვერ შველის.  ზამთრის კურორტებმა წელს შეზღუდვების გამკაცრებით, მინიმუმ, 16 მილიონი ლარი იზარალეს. საქმე ისაა, რომ 2020-წლის 28 ნოემბრიდან 31 იანვრამდე დაწესებული შეზღუდვების წესით, გაჩერებულია ყველა საბაგირო (როგორც ღია, ასევე დახურული ტიპის) მოძრაობა საქართველოს ოთხივე (გუდაური, ბაკურიანი, ჰაწვალი, გოდერძი) სამთო-სათხილამურო კურორტზე.

ზამთრის კურორტების გახსნას თებერვლიდან ვარაუდობენ.

სპეციალისტების ნაწილი ხელისუფლებას ზამთრის კურორტების გახსნას ეპიდვითარების პრევენციის მიზეზის გარდა სწორედ ზარალის მინიმალიზების მიზნითაც არ ურჩევს. ტურიზმის სფეროს სპეციალისტმა ნიკა კვარაცხელია ამბობს, რომ ზამთრის ტურზმი მოითხოვს ძალიან დიდ ხარჯს, ხოლო მომსახურების გაქტიურება ეპიდემიური სიტუაციის გამო ნაკლებად სავარაუდოა, რის გამოც დარგმა, შეიძლება, ზარალი განიცადოს.

"ზაფხულში სეზონის გახსნამაც დაგვანახა, შეცდომა დავუშვით და იგივე არ უნდა განმეორდეს, მით უმეტეს, როცა ცუდი გამოცდილება მივიღეთ," - ამბობს ექსპერტი.

პოსტპანდემიურ პერიოდში გამაჯანსაღებელი ტურიზმის ზრდას ელოდებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system