თავში

ზამთრის კურორტების გახსნას თებერვლიდან ვარაუდობენ

ზამთრის კურორტების გახსნას თებერვლიდან ვარაუდობენ
ზამთრის კურორტების გახსნას თებერვლიდან ვარაუდობენ

ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრი მარიამ ქვრივიშვილი იმედოვნებს, რომ თებერვლიდან ზამთრის კურორტები გაიხსნება როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ასევე საერთაშორისო ტურისტებისთვის.

„თითოეული ჩვენგანი ზამთრის სეზონს ველოდებოდით. ის დინამიკა, რომელიც გვქონდა პირველი ტალღის განმავლობაში, გვაფიქრებინებდა, რომ შესაძლებლობა გვექნებოდა, ზამთრის კურორტებზე გვემასპინძლა შიდა და საერთაშორისო მიმართულებით ტურისტებისთვის. თუმცა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, გვიწევს მაქსიმალურად დავუჯეროთ ჩვენს ეპიდემიოლოგებს და ჯანდაცვის ექსპერტებს. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ორი თვის განმავლობაში საბაგიროებისა და უშუალოდ კურორტების ოპერირება არ მოხდეს, რაც ბუნებრივია. ძალიან რთულია. კარგად გვესმის, რომ ძალიან რთულია ამ კურორტებზე არსებული სასტუმროებისთვის, განთავსების იბიექტებისა, თუ სარესტორნო ბიზნესებისთვის. თუმცა ჩვენ გვაქვს პოზიტიური მოლოდინები, რადგან იანვრის ბოლომდე გრძელდება ეს შეზღუდვები და იმედი გვაქვს, რომ წლის დასაწყისიდან, ფაქტობრივად თებერვლიდან ჩვენი კურორტები კვლავ მზად იქნება. იმედი გვაქვს, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ყველაფერი ის, რასაც ჩვენს საზოგადოებასთან ერთად გავაკეთებთ, იმის საშუალებას მოგვცემს, რომ ჩვენს ზამთრის კურორტებზე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, ასევე საერთაშორისო მოგზაურებს კიდევ უფრო ეფექტურად ვუმასპინძლოთ“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, მარიამ ქვრივიშვილმა.

ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების გარდა, ზამთრის კურორტებზე დამატებითი რეგულაციები ამოქმედდება.

კერძოდ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით, ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება.

ამასთან, სათხილამურო კურორტებზე სასტუმროების მუშაობა დასაშვები იქნება მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად.

იხილეთ შეზღუდვების სრული ჩამონათვალი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system