თავში

ზამთრის კურორტების გახსნის საკითხი კვლავ გაურკვეველია

ზამთრის კურორტების გახსნის საკითხი კვლავ გაურკვეველია
ზამთრის კურორტების გახსნის საკითხი კვლავ გაურკვეველია

ზამთრის კურორტების გახსნის საკითხი კვლავ გაურკვეველია. ამის შესახებ report.ge-ს მთის კურორტების განვითარების კომპანიის პრესსამსახურში განუცხადეს. მათი განმარტებით, არანაირი სიახლე ამასთან დაკავშირებით ჯერ არ გაცხადებულა და კურორტები დირექტივებს მთავრობისგან ამ დრომდე ელიან.

მთის კურორტების განვითარების კომპანია report.ge-სთან უარყოფს მედიაში გავცელებულ ინფორმაციას, თითქოს, ზამთრის კურორტების გახსნა 2021 წლის 31 იანვრამდე გადაიდო. 

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია თითქოს საქართველოს მთავრობის მობილობის შემცირების ახალი სცენარის მიხედვით, COVID-19-ის გამო ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძიზე და სვანეთში საბაგიროები გაჩერებული იქნება, სასტუმროებს უფლება აქვთ იმუშაონ მხოლოდ საკარანტინო/კოვიდ სივრცეებად. გავცელებული ინფორმაციით, გადაადგილების შეზღუდვები კურორტებზე საღამოს 21:00 საათიდან დაიწყება.

ერთი კვირის წინ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ზამთრის კურორტების გახსნაზე მთავრობა ეპიდემიოლოგებთან მსჯელობს. 

ზუსტი პასუხი,გაიხსნებათუ არა ზამთრის კურორტები, არც "მთის კურორეტბი განვითარების კომპანიაში" აქვთ. მათი თქმით ეს კლიმატსა და ქვეყნის ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული.

წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოებაზე ახალი დეტალები ცნობილი დღეს გახდება. დიდი ალბათობით, დღესვე გაცხადდება, რა მოელის ზამთრის კურორტებს და რა რეჟიმში მოუწევთ მათ მუშაობა. 

სათხილამურო აბონემენტების წლევანდელი ფასები ცნობილია.

შეგახსენებთ, თავისუფალი სტილით სრიალში თხილამურითა და სნოუბორდით 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა საქართველოა. ის ბაკურიანში ჩატარდება. მანამდე კი, გაისად, 2021 წლის თებერვალში, მსოფლიო თასის პირველი ეტაპი Ski Cross-ში, ბაკურიანში ჩატარდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system