თავში

ზამთრის კურორტებმა მინიმუმ 16 მილიონი ლარი იზარალეს

ზამთრის კურორტებმა მინიმუმ 16 მილიონი ლარი იზარალეს
ზამთრის კურორტებმა მინიმუმ 16 მილიონი ლარი იზარალეს

ტურინდუსტრიის წარმომადგენლები ზამთრის კურორტებზე საბაგიროების ჩართვას მოითხოვენ. მათი თქმით, მთავრობის გადაწყვეტილება უსაფუძვლოა და აზრს მოკლებული. ტურისტული კომპანიის ხელმძღვანელი მანანა ცირამუა დარწმუნებულია, რომ თუ საბაგიროები ჩაირთვება, ამით მოქალაქეთა ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქრებს. მისი აზრით, სუფთა ჰაერი დაბალ ტემპეტატურაზე ინფექციის წყარო არ არის.

ზამთრის კურირტებზე საბაგიროების ჩართვის მოთხოვნით ვრცელდება პეტიცია, რომელშიც აღნიშნულია, რომ 28 ნოემბრიდან 31 იანვრამდე საბაგიროების გაჩერება საქართველოს ოთხივე (გუდაური, ბაკურიანი, ჰაწვალი, გოდერძი) სამთო-სათხილამურო კურორტზე არ ითვალისწინებს არანაკლებ მნიშვნელოვან კომპონენტს, რაც არის შეზღუდვის ეკონომიკრი ეფექტი აღნიშნულ კურორტებზე.

ასევე, სრულიად უგულებელყოფილია ის ფაქტორი, რომ ზამთრის კურორტზე სრიალი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო აქტივობაა პანდემიის პირობებში. მოთხილამურისა და სნოუბორდესრის (შემდგომში - „მოსრიალე“) სტანდარტული ეკიპირება შედგება:

  • სათხილამურო სათვალისაგან, რომელსაც ხმარობენ ექიმები კოვიდ პაციენტებთან ურთერთობისას;
  • ბაფისგან (იგივე პირთბილა, იგივე ე.წ. მრავალჯერადი პირბადე)
  • წყალგაუმტარი შარვლის ან კომბინიზონისგან, რომელიც მჭიდროდ ეკვრის სათხილამურო ან სნოუბორდის ბათინკს
  • წყალგაუმტარი ბათნკისაგან
  • ყალგაუმტარი ქურთუკისაგან, რომელიც ეფარება ზევიდან შარვალს ან კომბინიზონს,
  • წყალგაუმტარი ხელთათმანებისაგან
  • ჩაფხუტისაგან, რომელიც იცავს თავს

პეტიციაში განმარტებულია, რომ სამთო-სათხილამურო სპორტით დაკავებული ადამიანები სრიალის პროცესში ერთმანეთისგან მინიმუმ 20მ დისტანციით მაინც იმყოფებიან, პრაქტიკულად ნულის ტოლია ამ დროს ვირუსის გავრცელების შანსები. აქვე აღნიშნულია, რომ რადგან საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე არის ღია ტიპის საბაგიროები, მათი მუშაობისა და საჭიროების შემთხვევაში ნაკადის რეგულირების შემთხვევაში, სრულიად შესაძლებელია უსაფრთხოდ სრიალი და საჭიროა მხოლოდ და მხოლოდ შესაბამისი ნების გამოჩენა და გადაჭრის გზებზე ფიქრი. პეტიციის ავტორთა თქმით, შემოსილი მოსრიალე გამოიყურება ზუსტად ისე, როგორც კარანტინში მომუშავე მედპერსონალი. 

"მდგომარეობით, ზუსტად ამ დაწესებული შეზღუდვების გამო, მრავალმა ლოკალურმა ბინზესმა სამთო-სათხილამურო კურორტებზე, უკვე განიცადა ფინანსური ზარალი, რომელიც მათთვის გაკოტრების ტოლფასია. ეს იმ პირობებში, როდესაც უხეში წინასწარი დათვლის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ სეზონზე არსებობდა მინიმუმ 15 766 955 ₾ (თხუთმეტი მილიონ შვიდას სამოცდაექვსი ათას ცხრაას ორმოცდათხუთმეტი) დახარჯვის მზაობა და სურვილი ადგილობრივი (ქართველი) მოსრიალეების მიერ.  შეზღუდვების პირობებში კი თანხა, რომელიც კურორტებზე დაიხარჯება, 0-ს უტოლდება. 

ქვემოთ მოცემულია ამ თანხის სავარაუდო განაწილება კურორტების მიხედვით. 

გუდაური 45% 7,158,507.62 ₾ 
გოდერძი 4% 574,504.43 ₾ 
სვანეთი 16% 2,443,923.62 ₾ 
ბაკურიანი 35% 5,590,019.33 ₾

ზმოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენ, ქვემორე ხელის მომწერნი, ვითხოვთ:

  1. საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე (გუდაური, ბაკურიანი, ჰაწვალი, გოდერძი) ამუშავდეს საბაგიროები შესაბამისი უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით;
  2. საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე (გუდაური, ბაკურიანი, ჰაწვალი, გოდერძი) დაიშვას ღია ტიპის კაფეების მუშაობა;
  3. საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე (გუდაური, ბაკურიანი, ჰაწვალი, გოდერძი) სასტუმროს ტიპის საცხოვრებელ სახლებს (ე.წ. გესთჰაუზებს) და აპარტოტელებს მიეცეთ სტუმრების დატოვების უფლება," - განმარტავებ პეტიციის ავტორები და ხელმომწერები. 

შეგახსენებთ, 2020-წლის 28 ნოემბრიდან 31 იანვრამდე დაწესებული შეზღუდვების წესით, გაჩერებულია ყველა საბაგირო (როგორც ღია, ასევე დახურული ტიპის) მოძრაობა საქართველოს ოთხივე (გუდაური, ბაკურიანი, ჰაწვალი, გოდერძი) სამთო-სათხილამურო კურორტზე.

ზამთრის კურორტების გახსნას თებერვლიდან ვარაუდობენ.

სპეციალისტების ნაწილი ხელისუფლებას ზამთრის კურორტების გახსნას ეპიდვითარების პრევენციის მიზეზის გარდა სწორედ ზარალის მინიმალიზების მიზნითაც არ ურჩევს. ტურიზმის სფეროს სპეციალისტმა ნიკა კვარაცხელია ამბობს, რომ ზამთრის ტურზმი მოითხოვს ძალიან დიდ ხარჯს, ხოლო მომსახურების გაქტიურება ეპიდემიური სიტუაციის გამო ნაკლებად სავარაუდოა, რის გამოც დარგმა, შეიძლება, ზარალი განიცადოს.

"ზაფხულში სეზონის გახსნამაც დაგვანახა, შეცდომა დავუშვით და იგივე არ უნდა განმეორდეს, მით უმეტეს, როცა ცუდი გამოცდილება მივიღეთ," - ამბობს ექსპერტი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system