თავში

ზედაპირზე მოტივტივე განათება, რომელიც წყლის ხარისხს გვიჩვენებს - PHOTO

ზედაპირზე მოტივტივე განათება, რომელიც წყლის ხარისხს გვიჩვენებს - PHOTO
ზედაპირზე მოტივტივე განათება, რომელიც წყლის ხარისხს გვიჩვენებს - PHOTO

ტვიტერის პოსტ/შეკითხვას, რატომ ტივტივებს ლედ განათება წყლის ზედაპირზე, ძალიან საინტერესო პასუხი აქვს.  + Pool Light - ასე ჰქვია LED განათების ინსტალაციას, რომელიც ისტ-რივერზე უკვე რამდენიმე დღეა ტივტივებს. მოტივტივე ინსტალაცია წყლის დაბინძურების ხარისხის შესახებ ცნობადობის ამაღლებას ემსახურება.  ინსტალაციას პლუსის ნიშნის ფორმა აქვს და მის ზედაპირზე LED განათებებია დამონტაჟებული, რომელიც ღამით ანათებს და შთამბეჭდავ სანახაობას ქმნის. თუმცა, რაც ყველაზე საინტერესოა, ინსტალაციის განათება ფერებს წყალში სხვადასხვა ნივთიერების კონცენტრაციის მიხედვით იცვლის.  მოწყობილობა სპეციალური ტექნოლოგიის საშუალებით, წყლის შემადგენლობაში მავნე ნივთიერებებზე რეაგირებს. ინსტალაცია წყალში ჟანგბადის კონცენტრაციას და მის ცვლილებასაც აღიქვამს. ტექნოლოგიის დანერგვა სხვა ქალაქებსა და წყალსაცავებშიც იქნება შესაძლებელი, რაც ესთეტიური ფუნქციის გარდა, მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოწოდებას უწყვეტ რეჟიმში მოახდენს. 

 
 
 
 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system