თავში

საგზაო ბიტუმის, თხევადი აირისა და საავიაციო ნავთის იმპორტი შემცირდა, ზეთების იმპორტი გაიზარდა

ზეთების იმპორტი გაიზარდა
საგზაო ბიტუმის, თხევადი აირისა და საავიაციო ნავთის იმპორტი შემცირდა, ზეთების იმპორტი გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2019 წლის სექტემბრის თვეში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,8 ათასი ტონა, რაც 0,2 ათასი ტონით მეტია აგვისტოს თვის მაჩვენებელთან შედარებით. ქვეყნების მიხედვით, 2019 წლის სექტემბრის თვეში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა ირანიდან - 0,41 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 22,8%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: თურქეთი - 0,38 ათასი ტონა (21,1%), რუსეთი - 0,25 ათასი ტონა (13,9%), გერმანია - 0,20 ათასი ტონა (11,1%) და სხვ. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის თვეების განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 14,7 ათასი ტონა, რაც 0,8 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

2019 წლის სექტემბრის თვეში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 5,4 ათასი ტონა, რაც 7,4 ათასი ტონით ნაკლებია აგვისტოს თვის მაჩვენებელთან შედარებით. ქვეყნების მიხედვით, 2019 წლის სექტემბრის თვეში საავიაციო ნავთის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქმენეთიდან - 3,1 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 57,4%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ეგვიპტე - 1,7 ათასი ტონა (31,5%), თურქეთი - 0,6 ათასი ტონა (11,1%). მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 80,8 ათასი ტონა, რაც 5,5 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (75,3 ათასი ტონა).

2019 წლის სექტემბრის თვეში საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 20,0 ათასი ტონა, რაც 7,5 ათასი ტონით ნაკლებია აგვისტოს თვის მაჩვენებელთან შედარებით. აქედან იმპორტის 73,0% (14,6 ათასი ტონა) მოდის ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე. შემდეგ მოდიან: ერაყი - 3,0 ათასი ტონა (15,0%), აზერბაიჯანი - 1,9 ათასი ტონა (9,5%), თურქეთი - 0,3 ათასი ტონა (1,5%), რუსეთი - 0,2 ათასი ტონა (0,1%). მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის თვეების განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 130,5 ათასი ტონა, რაც 62,8 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (67,7 ათასი ტონა).

2019 წლის სექტემბრის თვეში საქართველოში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 1,6 ათასი ტონა, რაც 0,5 ათასი ტონით ნაკლებია აგვისტოს თვის მაჩვენებელთან შედარებით. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის თვეების განმავლობაში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 12,7 ათასი ტონა, რაც 1,9 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (10,8 ათასი ტონა).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system