თავში

ზეთი 40%-ით გაძვირდა

ზეთი 40%-ით გაძვირდა
ზეთი 40%-ით გაძვირდა

საქართველოში ბოლო ერთი წლის განმავლობაში ზეთი და ცხიმი 40.2 პროცენტით გაძვირდა. ამის შესახებ ირკვევა საქსტატის ინფლაციის აპრილის ანგარიშიდან. ზეთი და ცხიმი ქვეყანაში გაძვირდა ბოლო ერთი თვის განმავლობაშიც. ფასის ზრდასმ 30 დღეში 4.2 პროცენტი შეადგინა. 

ცნობისთვის, ზეთის საერთაშორისო ფასი 8%-ით გაიზარდა, ხოლო საქართველოში ზეთი და ცხიმი გაძვირდა როგორც 2021 წლის მარტში, თებერვალში, იანვარშიც და 2020 წლის დეკემბერშიც.

ადგილობრივ ბაზარზე ზეთის გაძვირებას კიდევ ელიან. ზეთის იმპორტიორების განმარტებით, დეფიციტი არ არის, მაგრამ წარმოების შემცირებას აქვს ადგილი და ყველაზე მეტად ფასმა ცხიმებსა და მარცვლეულზე მოიმატა, შესაბამისად, ყველა დასახალება გაძვირდა. საქართველოში ზეთის გაძვირებას ხელი ლარის გაუფასურებამაც შეუწყო, რადგან, იმპორტიორების განმარტებით, გაძვირდა ლოჯისტიკა, საწვავის, რაც იმპორტს კიდევ აძვირებს.

"სამწუხაროდ, დადებითი მოლოდინი ფასთან დაკავშირებით არ გვაქვს. სამომავლოდ კიდევ მოიმატებს ფასი. ფასები მზარდია და როდის გაჩერდება, არავინ იცის. სექტემბერში ახალ მოსავალს მივიღებთ და ყველაფერი ამაზეა დამოკიდებული, როგორ შეიცვლება ბაზრებზე ზეთის ღირებულება", - ამბობს report.ge-სთან "ალფას“ დამფუძნებელი და ზეთის იმპორტიორი კომპანია, ,,ბარაქას", დირექტორი, გურამ ბროძელი და დასძენს, რომ ფასის ზრდის გამო ზეთის რეალიზაცია შემცირდა.

ცოდნის არქონა, ნედლეულის დეფიციტი და ტექნიკის გაუმართაობა - სამი ძირითადი მიზეზია, რის გამოც საქართველოში ზეთის წარმოება ვერ ვითარდება. 

კონკურენციის სააგენტომ ზეთის ადგილობრივი ბაზარი მოიკვლია და დაადგინა, რომ ფასების ზრდა გამოიწვია მსოფლიო ბაზარზე არსებულმა გაძვირების ტენდენციამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system