თავში

ზეთი ერთ წელიწადში 96.1%-ით გაძვირდა

ზეთი ერთ წელიწადში 96.1%-ით გაძვირდა
ზეთი ერთ წელიწადში 96.1%-ით გაძვირდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სამომხმარებლო ფასების ცვლილების ყოველთვიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, სურსათის წლიურმა ინფლაციამ 9.0 პროცენტამდე, ხოლო წვლილმა მთლიან ინფლაციაში 2.5 პპ-მდე მოიმატა. 

აქედან გამოსარჩევია მსოფლიო ბაზარზე ფასის მატების გამო მზესუმზირის ზეთის 96.1 პროცენტით გაძვირება, რამაც მთლიანი ინფლაცია 0.7 პპ-ით გაზარდა. 

ბოლო ერთ წელში 1 ლიტრი ზეთი საშუალოდ 4.43 ლარით, ხოლო ბოლო 2 წელში 4.91 ლარით გაძვირდა.
"საქსტატის" მონაცემებით, 2021 წლის ივნისში 1 ლიტრი ზეთის საშუალო ფასი რეკორდულად მაღალია და 8.81 ლარს უტოლდება, მაშინ როდესაც 2020 წლის ივნისში 1 ლიტრი ზეთი 4.38 ლარი ღირდა, ხოლო 2019 წლის ივნისში 3.90 ლარი. 

კვერცხის, კარტოფილის და შაქრის გაძვირებამ ინფლაცია ჯამში ასევე 0.7 პპ-ით გაზარდა. ინფლაციის შემცირების მიმართულებით 0.3 პპ-ით ვაშლის გაიაფება მოქმედებდა. 

საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს გამორიცხავს, 5.8 პროცენტამდე შემცირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system