თავში

ზეთი გაძვირდა

ზეთი გაძვირდა
ზეთი გაძვირდა

მცენარეულის ზეთზე ფასები წინა, ივლისის, თვესთან შედარებით 5.9%-ით გაიზარდა. 

ამის შესახებ აღნიშნულია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის, FAO-ს ფასების ინდექსის აგვისტოს თვის მონაცმებში.

ფასების ზრდა შეეხო, როგორც პალმის ასევე მზესუმზირის ზეთს. 

ზრდის მიზეზად FAO საწარმოო პროცესში შექმნილი შეფერხებებსა და მსოფლიოს მასშტაბით, პროდუქტზე გაზრდილ მოთხოვნას ასახელებს.

მსოფლოში გაძვირებულია შაქარი, ხოლო ფასი შენარჩუნდა რძის პროდუქტებსა და ხორცზე.

შეგახსენებთ, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის, FAO-ს ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს, აგვისტოში 2.0%-ით გაიზარდა და 96.1 ქულა შეადგინა, რაც 2019 წლის ამავე პერიოდის ნიშნულს 7%-ით აღემატება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system