თავში

ზეთის ფასი გაიზარდა

ზეთის ფასი გაიზარდა
ზეთის ფასი გაიზარდა

ზეთი და ცხიმი როგორც თვიურ, ისე წლიურ ჭრილში გაძვირებულია. ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის მიერ დღეს განახლებულ ინფლაციის მიმოხილვაში.

წლიურ ჭრილში ზეთი და ცხიმი 27.7 პროცენტითაა გაძვირებული.

ხოლო, თვიურ ჭრილში, ოქტომბრის თვესთან შედარებით, ზეთის ფასებმა 1%-ით მოიმატა.

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.6 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.5 პროცენტი შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system