თავში

ზღვის სანაპირო ზოლი შესაძლოა იჯარით ბრენდულ სასტუმროებს გადაეცეთ

ზღვის სანაპირო ზოლი შესაძლოა იჯარით ბრენდულ სასტუმროებს გადაეცეთ
ზღვის სანაპირო ზოლი შესაძლოა იჯარით ბრენდულ სასტუმროებს გადაეცეთ

ბათუმში, ზღვის სანაპირო ზოლის კონკრეტული მონაკვეთები ბრენდულ სასტუმროებს მართვაში იჯარის წესით გადაეცემათ. 

მერიამ ინიციატივა ქალაქის საკრებულოს უკვე გადაუგზავნა, დეპუტატები სანაპიროს საკითხზე დღეს იმსჯელებენ.

მზარდი ტურისტული ქალაქისათვის, პლაჟებზე შესაბამისი დონის ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფის მიზნით, მივიღეთ გადაწყვეტილება, მივცეთ საშუალება მსხვილ ბრენდულ სასტუმროებს მათ წინ არსებული პლაჟები მართონ. ხაზგასმით მინდა ვთქვა, მართვა არ ნიშნავს გასხვისებას. პირველ რიგში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სრულად იქნება დაცული მოსახლეობის ინტერესი ამ პლაჟებზე ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით. პლაჟები არ შემოიღობება და არავის შეეზღუდება მისი გამოყენების უფლება. მეორე, აღნიშნულ მონაკვეთებში, ბრენდულ სასტუმროებთან ერთად, ძალიან მკაცრად გაკონტროლდება ვიზუალი, ფუნქცია და შესაძლებლობა, თუ რა ტიპის ობიექტის განთავსება მიიჩნევა მიზანშეწონილად“, - განაცხადა ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ.

ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში, „ბათუმი თაუერი“ პირველი სასტუმრო იქნება, რომელსაც პლაჟი მართვაში გადაეცემა. კომპანია ნაკვეთს სანაპიროზე ათი წლის ვადით ითხოვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system