თავში

ჟურნალისტები ფაროსანასთან ბრძოლის შედეგებს გაეცნენ

ჟურნალისტები ფაროსანასთან ბრძოლის შედეგებს გაეცნენ
ჟურნალისტები ფაროსანასთან ბრძოლის შედეგებს გაეცნენ

სოფელ ციხისძირში მედიასემინარი გაიმართა. სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლებს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის 2019 წლის შედეგები გააცნეს. ჟურნალისტებმა აბაშის მუნიციპალიტეტში არსებული საკოორდინაციო შტაბიც მოინახულეს, სადაც მიმდინარე ღონისძიებების შედეგები წარმოადგინეს.

მედიასემინარის ფარგლებში თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ დარგში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა. მათი თქმით, შემუშავებულია „თხილის გადარჩენის პროგრამა", რომლის ფარგლებშიც კომპლექსური ღონისძიებები ჩატარდა. კერძოდ, სახელმწიფომ ასოციაციას გადასცა შესაწამლი აპარატები, რომლითაც ფერმერებმა ისარგებლეს, აგროკონსულტანტების მონაწილეობით ჩატარდა საკონსულტაციო სამუშაოები.

„სახელმწიფოს და კერძო სექტორის ერთობლივი მუშაობის შედეგად წელს ფერმერებმა თხილის კარგი მოსავალი მიიღეს“, - განაცხადა ასოციაციის წარმომადგენელმა.

მედიასემინარზე წარმოადგინეს სპეციალურად შექმნილი მონიტორინგის ჯგუფის ინფორმაციაც გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მიმდინარე ღონისძიებების ზემოქმედებასთან დაკავშირებით.

ღონისძიება სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system