თავში

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელსაც აგვისტოში გაუმართლებს

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელსაც აგვისტოში გაუმართლებს
ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელსაც აგვისტოში გაუმართლებს

აგვისტოს შუა რიცხვებში, ზოდიაქოს 4 ნიშანს  ცხოვრების აბსოლუტურად ყველა სფეროში წარმატება ელით, მთავარია მათ ეს შანსი ხელიდან არ გაუშვან.

კირჩხიბი

აგვისტოს შუა რიცხვებს, შესაძლოა, კირჩხიბებისთვის საუკეთესო პერიოდი ეწოდოს, რადგან ამ პერიოდში ისინი წარმატების მიღწევას შეძლებენ. წარმატებები ამ ნიშნის წარმომადგენლებს არა მხოლოდ პირად ცხოვრებაში, არამედ კარიერულ გეგმებშიც ელოდებათ. ასტროლოგები აღნიშნავენ, რომ კირჩხიბები ძალისა და ენთუზიაზმის ნამდვილ მოზღვავებას იგრძნობენ. ვარსკვლავები ამ  ნიშნის წარმომადგენლებს მოუწოდებენ ყურადღება მიაქციონ სიახლეებს, რისი მცდელობისაც ადრე ეშინოდათ. 

ლომი

ასტროლოგების თქმით, იღბალი ლომს მთელი ცხოვრების განმავლობაში თან ახლავს, მაგრამ აგვისტოს შუა რიცხვები განსაკუთრებით მომგებიანი აღმოჩნდება. სამყარო თქვენს სურვილებს შეისმენს.  აგვისტოს შუა რიცხვებში შეძლებთ არა მხოლოდ სასიამოვნო, არამედ სასარგებლო ნაცნობობის დამყარებასაც. ერთადერთი რისი კონტროლიც მოგიწევთ საკუთარი თავია. გონებით იმოქმედეთ და საკუთარ ქმედებებს კარგად დაუკვირდით.

სასწორი

ზაფხულის ბოლო თვის შუა რიცხვებში სასწორი  ყოველგვარი პრობლემისა და უსიამოვნებისგან გათავისუფლდება. ამ პერიოდში ცხოვრებაში სერიოზულ ცვლილებებს უნდა ელოდნენ, რადგან ისინი აღარ იქნებიან დამოკიდებული სხვის მოსაზრებებზე. როგორც კი ნიშნის წარმომადგენლები გააცნობიერებენ რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარი სურვილები, ბევრად უფრო ადვილი გახდება მათი მიზნების მიღწევა.  ვარსკვლავები გარანტიას იძლევიან, რომ სასწორი  ბევრი რამის მიღწევას შეძლებს,  თუ შინაგან ჰარმონიას არ დაკარგავს.

მშვილდოსანი

ახალი საქმის წამოწყებისათვის ახლა სწორედ რომ შესაფერისი დროა. ფორტუნა თქვენს მხარეს არის.  მშვილდოსანმა ცხოვრებისეული პრიორიტეტების სწორად უნდა დაალაგოს, რათა მიზნების მიღწევა გაცილებით გაუადვილდეს. უმნიშვნელო საკითხებზე დროსა და ენერგიას ნუ დახარჯავთ. წინ დიდი წარმატება გელოდებათ და მთელი ენერგია ამისკენ უნდა მიმართოთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system