თავში

როგორ შეიძლება ჰესების სარგებლობის ზრდა მათი მავნებლობის შემცირების ხარჯზე

სარგებლობის ზრდა მათი მავნებლობის შემცირების ხარჯზე
როგორ შეიძლება ჰესების სარგებლობის ზრდა მათი მავნებლობის შემცირების ხარჯზე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა მონაწილეობა მიიღო „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა“-ს მიერ ორგანიზებულ დასკვნით კონფერენციაში, რომელიც საბჭოთა პერიოდში აშენებული ჰიდროელექტროსადგურების შეფასებასა და რეაბილიტაციისთვის საჭირო ღონისძიებების განსაზღვრას შეეხებოდა.

თვალაბეიშვილის თქმით, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ასევე დიალოგის პლატფორმის ჩამოყალიბება საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, რომლებიც გარემოს დაცვის სფეროში მოღვაწეობენ, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, ჰესებთან დაკავშირებით.

„ჩვენ ვაპირებთ მათთან ერთად შევქმნათ დიალოგის პლატფორმა და შევთანხმდეთ მთავარ პრინციპებზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანაში პასუხისმგებლიანად გენერაციის ობიექტები. ძალიან ბევრი საერთო შეხების წერტილების გვაქვს და დარწმუნებულები ვართ, რომ ამ დიალოგის დაწყებით წარმატებით განვახორციელებთ დღეს ენერგეტიკის წინაშე მდგარ ამოცანებს იმგვარად, რომ ენერგეტიკული პროექტების გარემოზე გავლენა იყოს მინიმალური“ - აღნიშნა დავით თვალაბეიშვილმა.

დასკვნით კონფერენციაში, რომელსაც „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე უძღვებოდა, ასევე მონაწილეობა მიიღო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა. კონფერენციის დასასრულს გაიმართა დისკუსია თემაზე „გამოწვევები ენერგეტიკასა და გარემოს დაცვაში კლიმატის ცვლილების ფონზე“.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system