თავში

ზრდის თუ არა სატყეო პოლიტიკა ტყის ეკონომიკურ სარგებლიანობას

ზრდის თუ არა სატყეო პოლიტიკა ტყის ეკონომიკურ სარგებლიანობას
ზრდის თუ არა სატყეო პოლიტიკა ტყის ეკონომიკურ სარგებლიანობას

საქართველოს ეროვნული სატყეო პროგრამის მეშვიდე პლენარული სხდომა ონლაინ ფორმატით გაიმართა. სხდომაზე სატყეო პოლიტიკის, ტყის მართვისა და ზედამხედველობის მიმართულებით 2020 წელს განხორციელებულ აქტივობებსა და 2021 წელს დაგეგმილ ღონისძიებებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა ახალი „ტყის კოდექსის’’ ამოქმედების საკითხსა და „ტყითსარგებლობის წესის“ დებულების შემუშავების პროცესის შესახებ ისაუბრა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სამინისტროსა და სახელმწიფოს პრიორიტეტი ტყის მდგრადი მართვის ჩამოყალიბებაა. ტყე და მისი რესურსი ქვეყნის განვითარების პროცესში სოციალური, ეკოლოგიური და ეკონომიკური ბალანსის შენარჩუნების მნიშვნელოვანი ფასეულობაა. ნინო თანდილაშვილის განცხადებით, მიუხედავად პანდემიისა, 2020 წელს, წარმატებით ჩატარდა ტყის ეროვნული აღრიცხვის სამუშაოები; 2021 წლისთვის, დაგეგმილია პროექტის დასრულება. ტყის ეროვნული ინვენტარიზაცია კავკასიაში პირველად ხორციელდება, რაც ქვეყანას დაეხმარება ტყეების მდგომარეობის შესახებ მნიშვნელოვანი სტატისტიკური ინფორმაციის მიღებაში.

სხდომაზე იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კლიმატის მწვანე ფონდის მიერ (GCF) დაფინანსებული ახალი პროექტი ,,ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა საქართველოში ტყის დეგრადაციის შედეგად სათბური აირების გამოყოფის შემცირებისთვის’’, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში მოსახლეობის შეშაზედამოკიდებულების შემცირებას, მის მდგრად გამოყენებას, ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას, სატყეო სექტორის რეფორმის მხარდაჭერას, მუნიციპალური ორგანოების შესაძლებლობების გაძლიერებას და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. შეხვედრას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათ შორის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ჰუბერტ ქნირში, ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ანდრიუს კალინდრა და საელჩოების წარმომადგენლები. დიპლომატებმა ხაზი გაუსვეს ახალი ტყის კოდექსის დამტკიცების მნიშვნელობას. ეროვნული სატყეო პროგრამის განხორციელების პროცესს მხარს უჭერს კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციათა ქსელი (CENN).

სააგენტოს მართვის ქვეშ ქვეყნის ტყის ფონდის დაახლოებით 2 მლნ ჰექატრია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტებით, სააგენტო რეგიონული სატყეო სამსახურების მეშვეობით, ქვეყნის 9 რეგიონში ოპერირებს. (აჭარის გარდა) ეროვნული სატყეო სააგენტოს პრიორიტეტული მიმართულებებია ტყეების სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესება, ტყის ინვენტარიზაცია და მართვის გეგმების მომზადება. ასევე, მრავალმიზნობრივი ტყითსარგებლობა და ლეგალურ მერქანზე ხელმისაწვდომობის ზრდა, რაც, როგორც მოსახელობის სათბობი შეშით მომარაგების ახალი მექანიზმის დანერგვას, ისე კერძო სექტორის ხელშეწყობასაც გულისხმობს და ტყის მდგრად მართვასთან ერთად, სოფლად დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას და დამატებითი შემოსავლების მიღების შესაძლებლობებს ზრდის. 

ეროვნული სატყეო სააგენტო ხე-ტყის დამზადების პრაქტიკას ცვლის. სოციალური ჭრები ეტაპობრივად გაუქმდება, სააგენტო ორგანიზებულად განახორციელებს ხე-ტყის დამზადებას, დახარისხებასა და დასაწყობებას ე.წ. „საქმიან ეზოებში“. სამინისტროს განმარტებით, ცვლილება გაუადვილებს მოსახლეობას და კერძო სექტორს ხე-ტყის შეძენას და ტრანსპორტირებას მათთვის სასურველ პერიოდში. გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, საქმიან ეზოებში ვიდეოკონტროლი იწყება.

შარშან ქვეყნის მასშტაბით, სულ 26 „საქმიანი ეზო“ მოეწყო. შედეგად, მერქნული რესურსის დამზადების მიზნით, ტყითსარგებლობა განხორციელდება გაცილებით ეფექტიანად, შემცირდება უკანონო ჭრები და ტყეზე უარყოფითი გავლენა.

შეგახსენებთ, ტყეს ეკონომიკური, ეკოლოგიური და სოციალური დანიშნულება აქვს.

ეკოლოგიური: 1.ტყეების აღდგენა. 2. ტყის სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესება. 3.ტყის ინვენტარიზაცია და მართვის გეგმების მომზადება

ეკონომიკური: 1.ორგანიზებული ტყითსარგებლობა და ლეგალურ მერქანზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. 2.მრავალმიზნობრივი ტყითსარგებლობა - რეკრიაცია, ტურიზმი, არამერქნული რესურსები. ხე-ტყის დამზადების სამუშაოები განხორციელდება სააგენტოს მიერ ან მისი ზედამხედველობით, გრძელვადიანი ტყითსარგებლობა (იჯარა), ბიომასის (ბრიკეტი) წარმოების ხელწეყობა, რისთვისაც გამოიყენება ტყეში შეშად გამოუსადეგარი ნარჩენი (წვრილი, ტოტი, ნაფოტი), რაც ხელს შეწუყობს ტყეზე ზეწოლის შემცირებას.

სოციალური: 1.სატყეო განათლების ხელშეწყობა. 2.რეგიონში სამუშაო ადგილების შექმნა. 3.სათბობი შეშით მომარაგების ახალი მექანიზმები (საქმიანი ეზო ყველა მუნიციპალიტეტში) განახლებული პროფსიული სწავლება და უმაღლესი სწავლების სტანდარტები, სტაჟირებისა და პრაქტიკის სისტემა. სატყეო-სამეურნეო ღონისძიებებზე დასაქმებულია 100 % ადგილობრივი მოსახელობა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system