თავში

ზუგდიდის ახალ სტადიონზე სამუშაოები დაიწყო

ზუგდიდის ახალ სტადიონზე სამუშაოები დაიწყო
ზუგდიდის ახალ სტადიონზე სამუშაოები დაიწყო

ზუგდიდის ახალ სტადიონზე ტენდერი დასრულდა და სამუშაოები დაიწყო – ინფორმაციას ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი არვცელებს.

სამუშაოები მოიცავს სტადიონის გადახურვისა და განათების, სახანძრო სისტემისა და პარკინგის სივრცის, ვენტილაციისა და გათბობა-გაგრილების მოწყობას, გახმოვანების სამონტაჟო სამუშაოებს, ტერიტორიის კეთილმოწყობასა და წინა ხარვეზების გამოსწორებას.

ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ზუგდიდის სტადიონზე დამატებით აშენდება სათადარიგო სტადიონი – მოეწყობა ტრიბუნა, გასახდელები და დამხმარე სათავსოები, ვენტილაციისა და გათბობა-გაგრილების სისტემები, ტრიბუნები გათვლილი იქნება 1200 მაყურებელზე, ხოლო მოედანზე ხელოვნური საფარი იქნება.

პროექტის ღირებულება 10 მილიონი ლარია.მშენებლობა 2020 წელს უნდა დასრულდეს. სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს მთავრობა აფინანსებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system