თავში

ზუგდიდის უეფას მესამე კატეგორიის საფეხბურთო მოედნის მშენებლობა 2020 წელს დასრულდება

ზუგდიდის უეფას მესამე კატეგორიის საფეხბურთო მოედნის
ზუგდიდის უეფას მესამე კატეგორიის საფეხბურთო მოედნის მშენებლობა 2020 წელს დასრულდება

ზუგდიდის უეფას მესამე კატეგორიის საფეხბურთო მოედნის დასასრულებლად და 1200 ადგილიანი სათადარიგო მოედნის ასაშენებლად მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოავლინა. ესაა "მაკრო ქონსთრაქშენი", რომელთანაც ფონდი ხელშეკრულებას უახლოეს პერიოდში გააფორმებს. ღირებულება 10 მილიონი ლარია.მშენებლობა 2020 წელს უნდა დასრულდეს. სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს მთავრობა აფინანსებს.

ცნობისთვის სტადიონის მშენებლობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დაკვეთით 2016 წელს დაიწყო. მისი მშენებლობა 2017 წლის 30 სექტემბრამდე უნდა დასრულებულიყო. პროექტის მთლიანი ღირებულება ჯამში 20 მლნ ლარს შეადგენდა. თუმცა სტადიონის დადგენილ სტანდარტსა და ვადაში დასრულება ამ დრომდე ვერ მოხდა შესრულებული სამუშაოს დახარვეზების გამო. მშენებლობას კომპანია "დაგი" ახორციელებდა.

2020 წლის ბოლომდე ობიეტზე უნდა განთავსდეს ორი მოედანი. ძირითადი, 7 200-ზე მეტ მაყურებელზეა გათვლილი, სათადარიგო კი - 1 224 მაყურებელს დაიტევს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system