თავში

ზურა გირჩი ჯაფარიძის გახსნილი ბარი შრომის ინსპექციამ დალუქა

ზურა გირჩი ჯაფარიძის გახსნილი ბარი შრომის ინსპექციამ დალუქა
ზურა გირჩი ჯაფარიძის გახსნილი ბარი შრომის ინსპექციამ დალუქა

"გირჩი - მეტი თავისუფლებას" ლიდერის, ზურა გირჩი ჯაფარიძის გახსნილი ბარი შრომის ინსპექციამ მთავრობის განკარგულების დარღვევის გამო დააჯარიმა. კვების ობიექტებს მუშაობა 22:00 საათამდე შეუძლიათ, ბარი კი ღამის საათებში მუშაობდა. 

შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენელმა მაია მიქაიამ განაცხადა, რომ აღნიშნული დაწესებულება ერთხელ უკვე იყო დაჯარიმებული. წუხელ კი განმეორებითი დარღვევის გამო დაილუქა. 

მთავრობის დადგენილების მიხედვით, აკრძალულია გასართობი სოციალური ღონისძიებების ჩატარება. აქვე უნდა მოგახსენოთ, რომ ლერმონტოვის 9 ნომერში ჩვენ მიერ, შრომის ინსპექტირების სამსახურის მიერ ერთხელ უკვე იყო ობიექტი დაჯარიმებული, ასევე განმეორებით გამოვლინდა აღნიშნული და შესაბამისად, მოჰყვება ობიექტის დალუქვა“, – განაცხადა მაია მიქაიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system