თავში

ზურაბ ჭიაბერაშვილი: ანაკლიის პორტს "ოცნება" არ ააშენებს

ზურაბ ჭიაბერაშვილი: ანაკლიის პორტს "ოცნება" არ ააშენებს
ზურაბ ჭიაბერაშვილი: ანაკლიის პორტს ოცნება არ ააშენებს

„ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ საქართველო Covid -19-ის შემდგომ, მსოფლიო ეკონომიკის გადალაგების შედეგად გაჩენილი შესაძლებლობებით ვერ ისარგებლებს. 

მისი თქმით, „ანაკლიის კონსორციუმის“ ახალი განცხადებით ქვეყანას უჩნდება რეალური შესაძლებლობა ააწყოს საერთაშორისო გადაზიდვების ახალი ჯაჭვები, რაც პოსტკორონა პერიოდში მსოფლიო ეკონომიკის მთავარი გამოწვევაა.

"კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პირობებში ამ შესაძლებლობის გამოყენება საქართველოში არ მოხდება, ამიტომაც არის საჭირო ოქტომბერში ხელისუფლების მშვიდობიანი არჩევნების გზით ცვლილება, რომ ზუსტად ყველა ის შესაძლებლობა, რაც Covid -19-ის შემდგომ მსოფლიო ეკონომიკის გადალაგების პირობებში გაჩნდება, საქართველომ ეფექტიანად გამიყენოს,”- ამბობს ჭიაბერაშვილი.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენების პერსპექტივას, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში, გამორიცხავს რომან გოცირიძეც.

შეგახსენებთ, ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა გამოთქვა მზადყოფნა მთავრობასთან თანამშრომლობით დამატებითი ინვესტიციები მოიზიდოს და სამუშაოები გააგრძელოს.

„Covid-19-ით გამოწვეული კრიზისის პირობებში, როდესაც საქართველოს მთელი მოსახლეობის ყურადღება ქვეყნის ეკონომიკის აღდგენისკენ არის მიპყრობილი, პირველ რიგში, იკვეთება ეკონომიკის გაძლიერების ორი ძირითადი ფაქტორი - უცხოური ინვესტიციები და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები. საქართველოს ეკონომიკის აღდგენის დასაწყებად ერთ-ერთი საუკეთესო მამოძრავებელი სტიმული იქნება ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტისა და მისი მიმდებარე სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარება, რაც გახდება ათასობით სამუშაო ადგილისა და ახალი, ძლიერი, ინოვაციური ქალაქის განვითარების გაგრძელების კატალიზატორი,”- ნათქვამია „ანაკლიის კონსორციუმის“ განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system