თავში

დედაქალაქს სესხები 18 მლნ ლარი დაუჯდა

დედაქალაქს სესხები 18 მლნ ლარი დაუჯდა
დედაქალაქს სესხები 18 მლნ ლარი დაუჯდა

2020 წლის 9 თვეში თბილისის ბიუჯეტს სესხების მომსახურება-დაფარვა 18 მლნ ლარი დაუჯდა, რაც დაზუსტებული გეგმიური მაჩვენებლის (18,998.8 ათასი ლარი) 94.9%-ია.

დედაქალაქის მთავრობის მიერ მომზადებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ 18 მლნ ლარიდან ვალების მომსახურებისათვის (პროცენტების გადახდა) გაწეული ხარჯი, დაახლოებით, 2 მლნ ლარია, ხოლო ვალების დასაფარად 16 მლნ ლარი დასჭირდა.

ყველაზე მეტი ხარჯი "თბილისის ავტობუსების პროექტის" სესხის მომსახურებისთვისაა გაწეული. 

მყარი ნარჩენების მართვის სასეხო მომსახურება დედაქალაქის მთავრობას 257,2 ათასი დაუჯდა. ხოლო თბილისის ავტობუსების პროექტის სესხის მომსახურების მეორე ფაზაისთვის 725 ათასი ლარი დაიხარჯა. 

შეგახსენებთ, თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტი 840 მლნ ლარია, რაც 2020 წლის მოქმედ ბიუჯეტთან შედარებით 261 მილიონი ლარით ნაკლებია.

გაისად დედაქალაქის მთავრობა პრივატიზაციიდან 20 მლნ ლარს ელის.

 გადასახადებისგან თბილისის მერია მომავალ წელს, წლევანდელთან შედარებით, 66 მლნ-ით მეტ შემოსავალს ელის. 

ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს ფრაქციები და კომისიები 24 ნოემბრამდე განიხილავენ და ხვალ, 24 ნოემბერს, ბიუჯეტის პროექტის პირველადი დოკუმენტი საკრებულოს შენიშვნებითა და რეკომენდაციებით მერიას გადაეგზავნება.

ცნობისთვის, 2020 წლის თბილისის ბიუჯეტის წლიური გეგმა 56.8%-ით შესრულდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system