თავში

თბილისის ბიუჯეტში გადასახდებიდან გაისად 66 მლნ-ით მეტი შევა

თბილისის ბიუჯეტში გადასახდებიდან გაისად 66 მლნ-ით მეტი შევა
თბილისის ბიუჯეტში გადასახდებიდან გაისად 66 მლნ-ით მეტი შევა

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა 2021 წლისთვის ბიუჯეტში 820.1 მლნ ლარის შემოსავლის მობილიზებას გეგმავს, რაც წლევანდელთან შედარებით, დაახლოებით, 13 მილიონით ნაკლებია.

როგორც დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტიდან ირკვევა, 2021 წლისთვის თვითმმართველობის დაფინანსების ძირითად წყაროდ განსაზღვრულია საგადასახადო შემოსავლები, რაც, 2020 წელთან შედარებით, 66 მილიონი ლარითაა გაზრდილი და 657 მილიონი ლარს უტოლდება.

გაისად 462.3 მილიონი ლარი დღგ-დან მიღებული შემოსავალი იქნება, წელს ის 411.4 მლნ-ია. 2021 წელს 195 მილიონი ლარი შეგროვდება ქონების გადასახადებით, 2020 წელს კი ის 180 მლნ ლარია.  

გაისად ქონების გადასახადის გადანაწილება გადამხდელების ტიპების მიხედვით ასეთია: 160 მლნ - საწარმოთა ქონების გადასახადის წილია, 19 მლნ - ფიზიკურ პირთა ქონებაზე გადასახადია, ხოლო მიწაზე ქონების გადასახადიდან კახა კალაძის გუნდი 16 მილიონის შემოსავალს ელოდება. 

დედაქალაქის მთავრობა მომავალი წლის ბიუჯეტში გრანტის სახით 5.9 მლნ შემოსავლის მობილიზებას გეგმავს, წლევანდელი საგრანტო გეგმა 58.9 მილიონია.

გაისად სხვა შემოსვალების საპროგნოზო მაჩვენებელი 156.8 მლნ ლარია, წელს კი სხვა შემოსავლებით მთავრობა180 მლნ ლარის აკუმულირებას გეგმავს. 

შეგახსენებთ, თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტი 840 მლნ ლარია, რაც 2020 წლის მოქმედ ბიუჯეტთან შედარებით 261 მილიონი ლარით ნაკლებია. 

გაისად დედაქალაქის მთავრობა პრივატიზაციიდან 20 მლნ ლარს ელის.

ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს ფრაქციები და კომისიები 24 ნოემბრამდე განიხილავენ და ხვალ, 24 ნოემბერს, ბიუჯეტის პროექტის პირველადი დოკუმენტი საკრებულოს შენიშვნებითა და რეკომენდაციებით მერიას გადაეგზავნება.

ცნობისთვის, თბილისის ბიუჯეტის წლიური გეგმა 56.8%-ით შესრულდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system