თავში

18 წლის ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზი ელექტრო-სიგარეტი გახდა - VIDEO

18 წლის ახალგაზრდა
18 წლის ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზი ელექტრო-სიგარეტი გახდა  - VIDEO

ბრიუსელში პირველად დაფიქსირდა სიკვდილის ფაქტი, რომელსაც ექიმები „ვეიპს“ უკავშირებენ. ინფორმაციას გამოცემა Telegraph ავრცელებს.

18 წლის ახალგაზრდა, რაფაელ პაუერტი ხველას უჩიოდა, რაც შემდეგ ჰაერის უკმარისობაში გადაიზარდა.

ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც დადგინდა, რომ რაფაელს ჟანგბადის უკმარისობა ჰქონდა. პაუერტი ხელოვნურ კომაში გადაიყვანეს.

26 დღის შემდეგ, ექიმებმა ის მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს.

აღსანიშნავია, რომ, New England Journal of Medicine-ის ბოლო კვლევის თანახმად, კლინიკებში 53 ადამიანი ფილტვების ინტოქსიკაციის დადასტურებული დიაგნოზით მოათავსეს. როგორც დადგინდა, დაავადება ელექტრონული სიგარეტების მომხმარებით იყო გამოწვეულიდა პაციენტების საშუალო ასაკი 19 წელს არ აღემატებოდა.

თავის დროზე ელექტრონული სიგარეტს მიიჩნევდნენ, როგორც სიგარეტის უსაფრთხო, ,,მაგარ’’ ალტერნატივას.

დღეს მეცნიერთა და მედიკოსთა დიდი ნაწილი ამ მოსაზრების კეტეგორიული წინააღმდეგია.

ბოლო დროინდელი კვლევების მიხედვით, განსაკუთრებით საშიში ტენდენცია გამოიკვეთა საშუალო სკოლებში. მიმდინარე წელს, აშშ-ის საშუალო სკოლებში ელექტრონული სიგარეტების მოხმარების რაოდენობა გაორმაგდა და 25პროცენტი შეადგინა.

მარკეტინგულმა გათვლამ, რომ ელექტრო-სიგარეტი უსაფრთხოა, როგორც ირკვევა, კარგად „იმუშავა“ და როგორც მეცნიერები ამბობენ, ყველაზე სახიფათო ისაა, რომ „ვეიფინგის“ მომხმარებელთა ასაკი სულ უფრო ახალგაზრდავდება.

ბოლო წლებში, სხვადასხვა კვლევების მიხედვით, მსოფლიოში კატასტროფულად იზრდება ელექტრონული სიგარეტით მოწამლულთა და დაღუპულთა რაოდენობა.

ჯერჯერობით, ამ მიმართულებით, საქართველოში  სტატისტიკა არ არსებობს.

ავტორი: ანტონ თათვიძე

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system