თავში

6 საშუალება იმუნიტეტის გასაძლიერებლად

6 საშუალება იმუნიტეტის გასაძლიერებლად
6 საშუალება იმუნიტეტის გასაძლიერებლად

ძლიერი იმუნიტეტი არაპირდაპირ, მაგრამ ერთ ერთ დამცავ ფაქტორადაა აღიარებული გრიპისა და გაციების პრევენციისთვის. განსაკუთრებული მნიშნველობა შეიძინა იმუნიტეტზე ზრუნვამ ახალი კორონავირუსის პანდემიისას.

გთავაზობთ ექვს მნიშნველოვან საკვებ ელემენტს იმუნიტეტის გასაძლიერებლად:

ვიტამინი A (ბეტა კაროტინი)

იგი გვეხმარება ნაწლავური და სასუნთქი სისტემის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.

ძირითადი პროდუქტები: სტაფილო, ტკბილი კარტოფილი, ისპანახი, ბროკოლი, წითელი წიწაკა

ვიტამინი C

იგი ხელს უწყობს ვირუსთან მებრძოლი ანტისხეულების წარმოქმნას ორგანიზმში

ძირითადი პროდუქტები: ციტრუსი, მარწყვი, წითელი წიწაკა, კივი

ვიტამინი E

ახდენს ორგანიზმში არსებული თავისუფალი რადიკალების ნეიტრალიზაციას და ანტიოქსიდანტის ეფექტი აქვს.

ძირითადი პროდუქტები: მცენარეული ცხიმები, თხილეული, მარცვლეული, ავოკადო

ვიტამინი D

გარდა იმისა, რომ იგი გავლენას ახდენს კალციუმის და ზოგადად ძვლოვანი სისტემის ჰომეოსტაზზე, გააჩნია იმუნორეგულატორის ფუნქციაც.

ძირითადი პროდუქტები: თევზეული ცხიმის მაღალი შემცველობით, კვერცხის გული, საქონლის ხორცი, ღვიძლი, სოკო

მზის აბაზანები - ყველაზე კარგად ხელისგულებიდან ვიღებთ მზის სხივებს, ხოდა მიუშვირეთ მზეს ხელის გულები

თუთია (ცინკი)

ჩვენს სხეულში არსებული ფერმენტების უმრავლესობა თუთიაზა დამოკიდებული, ამიტომ მისი დეფიციტი იმუნური ფუნქციის დარღვევის პირდაპირპროპორციულია.

ძირითადი პროდუქტები: პარკოსნები, მარცვლეული, თხილეული, ხორცი საქონლის და ფრინველის, ზღვის პროდუქტები

ცილა (პროტეინი)

სპეციფიკური ამინო მჟავები, რომლითაც გაჯერებულია ცილოვანი პროდუქტი, T- უჯრედების (სისხლის თეთრი უჯრედების) ფუნქციონერიებისთვის საჭრო ძირითადი კომპონენტია. მათი ძირითადი ფუნქცია დაინფიცირებული უჯრედების განადგურება და სხვა უჯრედების გააქტიურებაა.

ძირითადი პროდუქტები: ხორცი საქონლის და ფრინველის, ზღვის პროდუქტები, კვერცხი, პარკოსნები, თხილეული და მარცვლეული

ჩამოთვლილი საკვები ნივთიერებები ეხმარებიან იმუნურ სისტამას, იმუშაოს გამართულად. ძირითადი პროდუქტების სია, მხოლოდ მაგალითია, კიდევ უამრავი პროდუქტი არსებობს, რომლითაც შეგიძლიათ მიიღოთ ჩამოთვლილი ვიტამინები.

ჯანსაღი, დაბალანსებულ კვებას გრძელვადიანი ეფექტი აქვს და ამიტომ აუცილებელია ყოველდღიურ რაციონში მუდმივი ადგილი ეჭიროს ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარ საკვებს.

გაფრთხილება: მნიშნველოვანია ბალანსის დაცვა, პროდუქტების სწორად გადანაწილება და ზომიერად მიღება. რადგან ვიტამინების გადამეტებული ოდენობით მიღება მნიშვნელოვან პრობლემას უქმნის ჯანმრთელობას.

ჯანმრთელობას გისურვებთ !

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system