თავში

ამირან გამყრელიძე: კორონავირუსის ახალ შტამს მძიმედ მიმდინარეობა არ ახასიათებს

ამირან გამყრელიძე: კორონავირუსის ახ მძიმედ მიმდინარეობა არ ახასიათებს
ამირან გამყრელიძე: კორონავირუსის ახალ შტამს მძიმედ მიმდინარეობა არ ახასიათებს

"ეს შტამი ახალი არ არის. ბრიტანეთში სექტემბერშიც დაფიქსირდა, უბრალოდ, ახლა მეტი დაკვირვების ქვეშაა. დაკვირვების საფუძველზე ნახეს, რომ უფრო მარტივად ვრცელდება. თუმცა არ ახასიათებს, რომ უფრო მძიმედ მიმდინარეობდეს", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა კორონავირუსის მუტირებული შტამის შესახებ კომენტირებისას განაცხადა. 

მისი თქმით, ახალი სახეობის ვირუსს კლინიკური გამოვლინება დაახლოებით იგივე აქვსან უფრო მსუბუქი. 

მიმდინარე კვირაში ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს.

COVID-19-ის ახალი სახეობა ასევე გამოვლინდა სამხრეთ აფრიკასა და ავსტრალიაშიც.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ COVID-19-ის ახალი სახეობა, რომელიც დიდ ბრიტანეთში აღმოაჩინეს, უფრო გადამდებია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system