თავში

ავტომაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებული ჩინეთის მოქალაქეები იზოლირებულ შენობაში განთავსდნენ

ავტომაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებული ჩინეთის მოქალაქეები იზოლირებუ
ავტომაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებული ჩინეთის მოქალაქეები იზოლირებულ შენობაში განთავსდნენ

ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული შვიდი მოქალაქე, რომელმაც ჩქაროსნული მაგისტრალის ხევი-უბისას მონაკვეთზე უნდა იმუშაოს, პრევენციის მიზნით, სამშენებლო ბანაკის ტერიტორიაზე მდებარე ცალკე საცხოვრებელში განთავსდა. ამის შესახებ Report.ge-ს მშენებელი კომპანია „ჰუნანის“ წარმომადგენელმა აცნობა.

"ჩინეთის შვიდივე მოქალაქემ საქართველოს საზღვარზე გაიარა სავალდებულო სამედიცინო შემოწმება. შემოწმების პროცესში ჩართული იყო დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეგიონული წარმომადგენელი. მიუხედავად იმისა, რომ არც ერთ მათგანს ვირუსის არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება და არც ერთი მათგანი არ არის ჩინეთის ქალაქ უხანიდან, კომპანიის გადაწყვეტილებით, შვიდივე თანამშრომელი სამშენებლო ბანაკის იზოლირებულ შენობაში გაივლის საკარანტინო პერიოდს", - აცხადებენ კომპანიაში. 

ჩინეთის მოქალაქეებზე მუდმივ სამედიცინო მეთვალყურეობას კომპანიის ექიმი განახორციელებს. 

ავტომაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებულებმა ჩინეთიდან თანამშრომლების შემოყვანის გამო მუშაობა დღეს შეწყვიტეს. ისინი ამბობდნენ, რომ უსაფრთხოების ზომები დაცული არ იყო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system