თავში

BBC: ინფიცირება შეიძლება კვირებით, თვეობით და წლობითაც კი გაგრძელდეს

BBC: ​ინფიცირება შეიძლება კვირებით, თვეობით და წლობითაც კი გაგრძელდეს
BBC: ინფიცირება შეიძლება კვირებით, თვეობით და წლობითაც კი გაგრძელდეს

"ინფიცირება შეიძლება კვირებით, თვეობით და წლობითაც კი გაგრძელდეს", - ნათქვამია BBC-ის სიუჟეტში. ჟურნალისტის თქმით, ეს კონკრეტულ შემთხვევაზე და სიმპტომების ინტენსივობაზეა დამოკიდებული.

როგორც წესი, ადამიანები, რომლებსაც ზომიერი სიმპტომები აღენიშნება, მათ გამოჯანმრთელებას ერთი კვირა სჭირდება. ინფექცია იქამდე რჩება ორგანიზმში, სანამ ტემპერატურა მაღალია. შესაძლოა ხველება გაგრძელდეს, მაგრამ ეს პრობლემა არაა. გამოჯანმრთელების შემდეგ, ჩვეულებრივ ადამიანები დაღლილობას გრძნობენ. ორგანიზმის აღდგენისთვის საჭიროა კარგი დასვენება, ჯანმრთელი კვება და ბევრი სითხის მიღება.

თუ სიმპტომები მძიმეა და პაციენტს საავადმყოფოში ხელოვნური სასუნთქი აპარატებით მიეწოდებოდა ჟანგბადი, ასეთ ადამიანს სახლში დაბრუნების დროს შესაძლოა სუნთქვის პრობლემები შეექმნას. გამოჯანმრთელების პროცესი 2 კვირიდან, 2 თვემდე შეიძლება გაგრძელდეს. 

ყველაფერთან ერთად, კორონავირუსი ფსიქიკურ ჯანმრთელობასაც აყენებს ზიანს. პაციენტები, რომლებიც Covid -19-ის დიაგნოზით აღმოჩდნენ საავადმყოფოში, მათ საშუალება არ აქვთ ახლობლები მოინახულონ, რაც სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს, ამიტომ მათი რეაბილიტაციისთვის ძალისხმევაა საჭირო.

რაც შეეხება ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს, მათი გამოჯანმრთელების პროცესი შესაძლოა 12-დან 18 თვემდეც კი გაგრძელდეს. ასეთი პაციენტები დიდ დროს ატარებენ საწოლში და განძრევის საშუალებაც არ აქვთ. ისინი სამედიცინო ვენტილატორის დახმარებით სუნთქავენ. შედეგად მათი ორგანიზმი საგრძნობლად სუსტდება და მათი რეაბილიტაციას გაცილებით დიდ დრო დასჭირდება. ზოგიერთ მათგანს ფიზიოთერაპიაც დაჭირდება. ყველაზე რთულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს, შესაძლოა პოსტ-ტრავმატული სტრესიც განუვითარდეთ, ამიტომ მათ მზრუნველობა და თანადგომა დაჭირდებათ. 

წყარო: BBC

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system