თავში

ბიძინა კულუმბეგოვი ვირუსის ახალი შტამების გაჩენის მიზეზს განმარტავს

ბიძინა კულუმბეგოვი ვირუსის ახალი შტამების გაჩენის მიზეზს განმარტავს
ბიძინა კულუმბეგოვი ვირუსის ახალი შტამების გაჩენის მიზეზს განმარტავს

"ყველა ის შტამი, რომელიც ახლა გაჩნდა და დიდი აჟიოტაჟია მსოფლიოში სუსტი იმუნიტეტის ადამიანებში გაჩნდა, სადაც ვერც ადამიანი მოერია ვირუსს და ვერც ვირუსი - ადამიანს. სწორედ იქ გაჩნდა მუტაცია", - ამის შესახებ ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ექიმმა ბიძინა კულუმბეგოვმა კორონავირუსის ახალი შტამების გაჩენასთან დაკავშირებით კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, თუ ვირუსის საწინააღმდეგოდ მაღალეფექტური მედიკამენტი არ შეიქმნა, პანდემიის მსოფლიოში დამარცხება გართულდება.

"ვირუსთან ერთად აუცილებლად ვირუსის მუტაცია არსებობს. ეს არის ბიოლოგიური, ევოლუციის დაუწერელი კანონი, რაც უფრო დიდ ხანს ცირკულირებს ვირუსი და ადამიანიდან ადამიანზე გადახტება, ნიშნავს, რომ მას რისკი ექმნება, რომ მუტაცია განიცადოს და ახალი შტამით მოგვევლინოს", - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system