თავში

ჭიქა რძის 10 სასარგებლო თვისება

ჭიქა ​რძის 10 სასარგებლო თვისება
ჭიქა რძის 10 სასარგებლო თვისება

დღეს, 1 ივნისს, მსოფლიო რძის დღეს აღინიშნავს. რძის მსოფლიო დღე გაერო-ს დონეზე 2001 წლიდ ანაღინიშნება. ამ დღესასწაულის მიზანი ფერმერებისა და თავად პროდუქტის პოპულარიზაციაა.

სპეციალისტებმა რძის ყოველდღიურ რაციონში შეტანის 10 მიზეზი დაასახელეს. თუმცა, აქვე გასათვალისწინებელია ის კონტიგენტი, რომელსაც ამ პროდუქტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა ახასიათებს.

მაშ ასე:

1.რძე სასარგებლოა თმების, ფრჩხილებისა და კანისათვის.

რძის შემადგენლობაში კალციუმი, ფოსფორი და სხვა სასარგებლო ელემებტები შედის. ამიტომ მისი რეგულარული მოხმარება კანის, ფრჩხილებისა და თმების სტუქტურაზე, დადებითად აისახება.

2.რძე ხელს უწობს კუნთოვანი მასის მოცულობაში ზრდას.

სპორტსმენებმა კარგად იციან, რომ რძე ფიზიკური დატვირთვისთვის სასარგებლოა. ის ხელს უწყობს კუნთოვანი მასის მოცულობაში ზრდას, რაც მასში ცილის მაღალი შემდაგენლობის დამსახურებაა.

3.რძე - სტრესთან გამკლავების საუკეთესო საშუალებაა.

ჭიქა თბილი რძე - დღის საუკეთესო დასასრულია. ის სტრესისა და დაღლილობის მოხსნაში გვეხმარება. ქალებში კი - პრემენსტრუალურ სინდრომს ამსუბუქებს.

4.რძე წონის შენარჩუნებას უწობს ხელს.

რძე წონის შენარჩუნებასა და მის დაკლებას ხელს უწობს. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ კალციუმი ორგანიზმს ზედმეტი კილოგრამებისაგან გათავისუფლებაში ეხმარება. პარალელურად, აუცილებელია, ცილოვანი პროდუქტების მიღება.

5.რძე სასარგებლოა გაცივებისას.

ბავშვობიდან ყველამ იცის, რომ ჭიქა თაფლიანი, ცხელი რძე არის შესანიშნავი დამხმარე წამალი გაცივებისას. ის ხელს უწყობს ორგანიზმს სითბოს შენარჩუნებაში და გაღიზიანებული ყელის ტკივილს ამშვიდებს.

6.რძე ბავშვებისათვის სასარგებლოა.

რძე ძალიან სასარგებლოა ბავშვებისთვის. შემთხვევითი არ არის, რომ ისინი სიცოცხლის პირველივე წუთიდან რძით იკვებებიან.

7.რძე გემრიელია!

რძე გემრიელია. იგი მრავალი საჭმელისა და სასმელის მომზადებისას გამოიყენება. ამჟამად მაღაზიებში შეიძლება პასტერიზებულ, უცხიმო ან სხვადასხვა ცხიმიანობის მქონე რძეს გადავაწყდეთ, რომელიც ყველანაირი გემოვნების ადამიანს დააკმაყოფილებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system