თავში

ჩინელი ვირუსოლოგი: ვფიცავ, ჩემს ცხოვრებას, ვირუსს ლაბორატორიასთან საერთო არაფერი აქვს

ჩინელი ვირუსოლოგი: ვფიცავ, ჩემს ცხოვრებას, ვირუსს ლაბორატორიასთან საერთო არაფერი აქვს
ჩინელი ვირუსოლოგი: ვფიცავ, ჩემს ცხოვრებას, ვირუსს ლაბორატორიასთან საერთო არაფერი აქვს

2004 წელს, ჩინეთის იუნანის პროვინციის უდაბნოში, ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფმა ველური ღამურებით სავსე გამოქვაბული აღმოაჩინა. გამოქვაბულის ღამურები, მეცნიერთა თქმით, ჯერ კიდევ 2004 წელს ჩატარებული კვლევით, რესპირატორულ სისტემასთან დაკავშირებულ ასობით ვირუსს ატარებდნენ.

2005 წელს მეცნიერებმა გამოაქვეყნეს ნაშრომი, სადაც ღამურები და სასუნთქი სისტემის ვირუსები ერთმანეთს პირველად დაუკავშირეს. გამოქვაბულის ზუსტი ადგილმდებარეობა მკაცრად დაცული საიდუმლოა.

ვირუსოლოგმა, ში ჟენლიმ, რომელმაც ეს კვლევა ჩაატარა, მაშინ აღმოჩენილი შტამი გაასაჯაროვა, რომელიც 2019 წელს აღმოჩენილი კორონავირუსის (nCoV) თითქმის იდენტურია. ვირუსის, რომელმაც მსოფლიოში, მინიმუმ, 1,115 ადამიანის გარდაცვალება და 45,000-ზე მეტის დაინფიცირება გამოიწვია.

პროფესორმა შიმ 2019 წლის კორონავირუსის გენომის თანმიმდევრული გამოკვლევა დაიწყო და აღმოაჩინა, რომ გამოქვაბულის ბინადარ ერთ-ერთი ცხვირნალისებრ ღამურებში აღმოჩენილი ვირუსი კორონავირუსის 96%-ით იდენტური იყო.

ში და მისი კოლეგები, როგორც თავად ამბობენ, მაშინვე ვარაუდობდნენ, რომ ღამურებს ადამიანებისთვის ეპიდემიური საფრთხის გამოწვევა შეეძლო. მათი კვლევა ეწინააღმდეგება იმ გავრცელებულ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც ამ ვირუსს, ღამურებიდან ადამიანის სხეულში მოსახვედრად, "შუალედური მასპინძელი" სჭირდება. მეცნიერების მტკიცებით, გამოქვაბულთან ახლოს მცხოვრებ ადამიანების 3%-ს ვირუსებისადმი იმუნიტეტი აქვს, რაც, მათი აზრით, ამტკიცებს, რომ ადამიანები ინფიცირებული წარსულშიც იყვნენ.

ვირუსოლოგ ში ჟენლისა და მისი კოლეგების მიერ აღმოჩენილი შტამის გასაჯაროვების მიზეზი პროექტისთვის დაფინანსება შეწყვეტა გახდა.

პროფესორი შის საქმიანობაზე ბევრ ჩინელს განსხვავებული მოსაზრება აქვს და ზოგიერთი მათგანი ფიქრობს, რომ მას ვაქცინის შექმნა შეუძლია, ზოგი კი პირიქით, თვითონ ვირუსის შექმნაში ადანაშაულებს. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, მას ბრალს სდებენ, რომ კორონავირუსი, სწორედ მისი ლაბორატორიიდან, "ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტიდან" გავრცელდა, რომელიც მოვლენების ეპიცენტრში მდებარეობს. ადამიანებმა, მას "ეშმაკის დედაც კი უწოდეს" თავად ში ბრალდებებს უარყოფს. "SCMP" მესიჯს ასაჯაროვებს, რომელიც მეცნიერმა მეგობარს "WeChat-ში" გაუგზავნა,- ”ვფიცავ ჩემს ცხოვრებას ვირუსს ლაბორატორიასთან საერთო არაფერი აქვს".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system