თავში

ჩინეთში კორონავირუსის წამლის წარმოება დაიწყეს

ჩინეთში კორონავირუსის წამლის წარმოება დაიწყეს
ჩინეთში კორონავირუსის წამლის წარმოება დაიწყეს

ჩინეთში დაიწყეს წამლის წარმოება, რომელიც, მეცნიერების აზრით, ეფექტური იქნება კორონავირუსთან ბრძოლაში. ამის შესახებ ქალაქ ტაიჩჟოუს ხელმძღვანელობამ განაცხადა. სწორედ აქ გამოუშვებენ პრეპარატის პირველ პარტიას. 

"15 თებერვალს პრეპარატ "ფავიპირავირის" წარმოებაზე სახელმწიფო ნებართვა მივიღეთ. წამალი ფარმაცევტული კომპანია Zhejiang Hisun Pharmaceutical-ის მიერ არის შემუშავებული", - ნათქვამია განცხადებაში. 

აღსანიშნავია, რომ ბოლო სამი კვირის განმავლობაში, ჩინეთში დაფიქსირებული კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ნაკლებად ლეტალურია. რთულ ფორმებში მიმდინარე ინფიცირების მაჩვენებელმა 15.9%-იდან 7.2%-მდე დაიკლო. 

ბოლო მონაცემებით, ეპიდემიამ ჩინეთში 1665 ადამიანი იმსხვერპლა. მსოფლიოს მასშტაბით ინფიცირების 68 500 შემთხვევაა გამოვლენილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system