თავში

COVID-19-ის კრიტიკული პაციენტების 12-15%-ს ნერვული სისტემის დისფუნქცია აღენიშნება

COVID-19-ის კრიტიკული პაციენტების 12-15%-ს ნერვული სისტემის დისფ
COVID-19-ის კრიტიკული პაციენტების 12-15%-ს ნერვული სისტემის დისფუნქცია აღენიშნება

ჟურნალ Science-ის მიერ გამოქვეყნებული სამედიცინო კვლევის თანახმად, COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტები, რომლებიც ხელოვნურ სუნთქვით აპარატზე იმყოფებიან ხშირ შემთხვევაში პირქვე  მდგომარეობაში არიან მოთავსებულები, რადგან ამ პოზიციაში სუნთქვა უფრო უმარტივდებათ. აღნიშნული პრაქტიკა სიკვდილიანობის შემცირებას იწვევს, თუმცა, პაციენტების ამგვარმა წოლითმა პოზიციამ შესაძლოა ნერვული სისტემის ქრონიკული დისფუნქცია გამოიწვიოს. 

Shirley Ryan AbilityLab-ისა და Northwester University Feinberg Medical School-ის ახლად მიღებული კვლევის თანახმად, ნერვული დაზიანება სისხლის შეფერხებული მიმოქცევის შედეგია. 

”შოკისმომგვრელია, თუ რამდენად დიდ პრობლემას წარმოადგენს ეს საკითხი”, - განაცხადა დოქტორმა კოლინ ფრანცმა, Shirley Ryan AbilityLab-ის წამყვანმა მეცნიერმა.

კოლინ ფრანცის განცხადებით, COVID-19-ით ინფიცირებული კრიტიკული პაციენტების 12%-15% პროცენტს ნერვის მუდმივი დაზიანება აღენიშნება.

მეცნიერი განმარტავს, რომ კრიტიკული პაციენტები, რომლებიც ხელოვნურ სუნთქვით მართვაზე იმყოფებიან სისუსტეს და კიდურების მოძრაობის გაუმართაობას უჩივიან.  ზოგ შემთხვევაში პაციენტების გარკვეული სახსრები, მაჯა, ტერფი ან სხვა კიდური სრულად პარალიზებული აქვთ.

აღნიშნული პრობლემის მოგვარების გზად მეცნიერი აღნიშნული პრაქტიკისა და პროტოკოლის შეცვლას მიიჩნევს, რომელიც პაციენტების პირქვე პოზიციაში განთავსებას გულისხმობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system