თავში

COVID-19-ის სიმპტომი, რომელიც კანის დაავადების სახით ვლინდება - PHOTO

COVID-19-ის სიმპტომი, რომელიც კანის დაავადების სახით ვლინდება
COVID-19-ის სიმპტომი, რომელიც კანის დაავადების სახით ვლინდება - PHOTO

კორონავირუსის ახალი სიმპტომის ფოტოებს, რომელიც ხელისა და ფეხის კიდურებზე გამონაყარის სახით ვლინდება, გამოცემა Huffington Post აქვეყნებს.

გამოცემის თანახმად, მკვლევარებმა კორონავირუსით ინფიცირებული 12 ათასი ადამიანის მონაცემები მოიძიეს, რომლებსაც კიდურებზე, COVID-19-ის სიმპტომის სახით, დერმატოლოგიური ცვლილებები აღენიშნებოდათ. 

პაციენტები აღნიშნავენ, რომ გამონაყარი ან წყლულის მაგვარი სიმპტომები, როგორც წესი ქავილს  არ იწვევს.

British Journal of Dermatology-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, კავშირი კანის დაავადებასა და კორონავირუსს შორის, ბავშვებშიც ხშირად აღინიშნება. ამასთან, მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ამგვარი სიმპტომის ძირითადი მიზეზი შესაძლოა ენდოთელიუმის დაზიანება გახდეს. 

ამერიკის დერმატოლოგიის აკადემიის ცნობით, კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებში, გამონაყარი, საშუალოდ, 15 დღის განმავლობაში ნარჩუნდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system