თავში

COVID-19-ით დიაბეტით დაავადებული ყოველი მეათე პაციენტი იღუპება

COVID-19-ით დიაბეტით დაავადებული ყოველი მეათე პაციენტი იღუპება
COVID-19-ით დიაბეტით დაავადებული ყოველი მეათე პაციენტი იღუპება

ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან, რომლებიც ამავდროულად დიაბეტით არიან დაავადებულნი, ჰოსპიტალიზაციიდან ერთი კვირის განმავლობაში ყოველი მეათე იღუპება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ფრანგი მეცნიერების მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, დიაბეტით დაავადებული 1 300 პაციენტიდან, რომელთა საშუალო ასაკიც 70 წელს შეადგენდა, ჰოსპიტალიზაციიდან შვიდი დღის განმავლობაში 29% დაიღუპა ან ხელოვნური სუნთქვით აპარატზე იმყოფება.

მკვლევარების განცხადებით, ყოველი ხუთი პაციენტიდან ერთი ხელოვნურ სუნთქვით მართვაზეა გადაყვანილი, ხოლო ყოველი ათიდან ერთი გარდაიცვალა.

კვლევის თანახმად, 75 წელს გადაცილებული პაციენტების გარდაცვალების შანსი 14-ჯერ მეტია, ვიდრე 55 წლის ასაკამდე მყოფი პირების. ამასთან, დიაბეტით დაავადებული პაციენტების უმეტესობა, რომლებიც კორონავირუსით გარდაიცვალნენ, მამრობითი სქესის წარმოამდგენლები არიან.

დიაბეტით დაავადებული პაციენტები კორონავირუსის ერთ-ერთ მთავარ რისკ-ჯგუფს წარმოადგენენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system