თავში

დაანებეთ თავი ამ "მახინჯ მოდას" - ექიმი ზაზა თელია D ვიტამინის შესახებ

დაანებეთ თავი ამ "მახინჯ მოდას" - ექიმი ზაზა თელია D ვიტამინის შესახებ
დაანებეთ თავი ამ მახინჯ მოდას - ექიმი ზაზა თელია D ვიტამინის შესახებ

 ექიმი ზაზა თელია სოციალურ ქსელ Facebook-ში D ვიტამინის შესახებ წერს და ახადებს, რომ ის საპროფილაქტიკო მიზნით არ ინიშნება. მისი მიღება მხოლოდ და მხოლოდ 2 წლამდეა რეკომენდირებული რაქიტის პრევენციის მიზნით.

ექიმი პოსტს მისი პაციენტის სურათებსაც ურთავს და აღნიშნავს, რომ მას ჭინჭრის ციება დაეწყო, რადგან ოჯახის ექიმმა D ვიტამინი დაუნიშნა და ქალმა ის 2-ჯერ მიიღო.

"პაციენტი - ახალგაზრდა ქალი ოჯახის ექიმის დანიშნულებით 2ჯერ მიიღო D ვიტამინი "საპროფილაქტიკოდ" - 50 000 IU (ერთეული), ანალიზი გარეშე, ამ პერიოდში წაგადგებაო (მამონტის დოზა, დღიური მისაღები ნორმაა 600-800IU)პაციენტს დაეწყო მწვავე ურტიკარია (ჭინჭრის ციება)რავიცი რა უნდა ვთქვა უკვე აღარ ვიცი, ეს ვერანაირ კრიტიკას ვეღარ უძლებს.კიდევ ერთხელ!!!D ვიტამინი საპროფილაქტიკო მიზნით არ ინიშნება, მხოლოდ და მხოლოდ 2 წლამდეა მისი მიღება რეკომენდებული რაქიტის პრევენციის მიზნით.არ არსებობს რეკომენდაცია დაფუძნებული მაღალი ხარისხის სამეცნიერო მტკიცებულებებზე, რომ D ვიტამინი უნდა იქნას დანიშნული პროფილაქტიკის მიზნით თუ ლაბორატორიულად არ არის დადასტურებული მისი ნაკლებობა (>20ნგ/მლ - ნორმა).დაანებეთ თავი ამ "მახინჯ მოდას", ამით პაციენტს სარგებელი არ ექნება და პოტენციურად შეიძლება ავნოთ. D ვიტამინის მოჭარბებამ ორგანიზმში შეიძლება გამოიწვიოს - ტოქსიკოზი, ურტიკარია, ჰიპერკალცემია, თირკმელებში კენჭები, სისხლძარღვებში კალციფიკატები, კუნთების ტკივილი, დაღლილობა და ასე შემდეგ", - წერს ზაზა თელია სოციალურ ქსელში.
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system