თავში

დილის ჩვევები, რომლებიც ჯანმრთელობისთვის საზიანოა

​დილის ჩვევები, რომლებიც ჯანმრთელობისთვის საზიანოა

ექიმმა მირიამ სტოპარდმა დაასახელა დილის ჩვევები, რომლებიც, შესაძლოა, ჯანმრთელობისთვის საზიანო იყოს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Mirror ავრცელებს.

ექიმის აზრით, გაღვიძებიდან მალევე ენერგიული ვარჯიშის გაკეთება არ უნდა ეცადოთ, რადგან სხეული გაუწყლოებულია და ქსოვილები ამის გამო კარგად არ იჭიმება.

"გაუფრთხილებელმა ვარჯიშმა, შესაძლოა, ზურგის ტრავმა გამოიწვიოს", - ამბობს სტოპარდი.

გარდა ამისა, ექიმი ყველას ურჩევს, უარი თქვას საყვარელ ფინჯან ყავასა ან ერთი ჭიქა ფორთოხლის წვენზე, რადგან ეს სასმელები სისხლში შაქრის დონეს მნიშვნელოვნად ზრდის. ეს იმიტომ ხდება, რომ გაღვიძებისთანავე პროცესები, რომლებიც სისხლში ინსულინის დონის აკონტროლებს, ისე არ მუშაობს, როგორც საჭიროა. ამიტომ, ექიმი გირჩევთ, ეს სასმელები მხოლოდ საუზმის შემდეგ მიიღოთ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system