დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ბრიტანულმა ცენტრმა COVID-19-ის ახალი შტამისათვის დამახასიათებელი დამატებითი ხუთი სიმპტომი გამოავლინა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Express წერს.
გამოცემის ცნობით, სიმპტომების ჩამონათვალი შემდეგნაირად გამოიყურება:
- სუნთქვის გაძნელება;
- ტკივილი გულ-მკერდის არეში;
- გონების დაბინდვა;
- რთულად გაღვიძება;
- სახისა და ტუჩების გალურჯება.
ბრიტანელი მეცნიერები გვირჩევენ, ამ სიმპტომების გამოვლენისას ექიმთან კონსულტაცია გავიაროთ.
შეგახსენებთ, COVID-19-ის ძირითადი სიმპტომებია მაღალი სიცხე, გახანგრძლივებული ხველა და გემოსა და ყნოსვის დაკარგვა.
ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორის ჰანს კლუგეს განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამი ევროპის რვა ქვეყანაში დაფიქსირდა.
ამასთან, COVID-19-ის ახალი გავრცელების შესახებ დღეს იაპონიამ, საფრანგეთმა და ესპანეთმაც დაადასტურეს.
შეგახსენებთ, ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ COVID-19-ის ახალი შტამი, რომელიც დიდ ბრიტანეთში აღმოაჩინეს, უფრო გადამდებია. ხოლო, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მუტირებული ვირუსი 70%-ით უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე თავდაპირველი შტამი.