თავში

ექიმი მოსახლეობას კატეგორიულად აფრთხილებს

ექიმი მოსახლეობას კატეგორიულად აფრთხილებს
ექიმი მოსახლეობას კატეგორიულად აფრთხილებს

პრეპარატის "ჰიდროქსიქლოროქინი" (პლაქვენილი) გამოყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, მკაცრად შერჩეული დოზირებით შეიძლება. ამის შესახებ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, მოსახლეობის ნაწილი, რომელიც ამ პრეპარატს იმარაგებს, არასწორად იქცევა. 

"მეგობრებო, კატეგორიულად გაფრთხილებთ! 

პრეპარატ ჰიდროქსიქლოროქინი (პლაქვენილი) არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ COVID-19-ის პრევენციის მიზნით!!! ის არის ურთულესი მედიკამენტი თავისი ფარმაკოკინეტიკით და ფარმაკოდინამიკით! აქვს უამრავი უკუჩვენება და გვერდითი მოვლენა!!! ვიმეორებ, გამოიყენება კორონავირუსით გართულებული პნევმონიების დროს, მხოლოდ ექიმის დანიშნულებით,მკაცრად შერჩეული დოზირებით!!! ის არ არის წიწიბურა და მაკარონი რომ იმარაგებთ! არ დალიოთ! არ ჩაიდინოთ ეს სისულელე! შესაძლოა გაუთვალისწინებელი გართულებები გამოიწვიოთ!!! ჯანმრთელობას გისურვებთ!!!" , - წერს ექიმი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system