თავში

ევროკავშირის ელჩი საქართველოში: ჩვენს როლს შევასრულებთ ვაქცინის გავრცელებაში

ევროკავშირის ელჩი საქართველოში: ჩვე შევასრულებთ ვაქცინის გავრცელებაში
ევროკავშირის ელჩი საქართველოში: ჩვენს როლს შევასრულებთ ვაქცინის გავრცელებაში

"მომავალ წელს, ისევე როგორც ყველა, ჩვენც ყურადღებას გავამახვილებთ ვაქცინაციაზე. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს როლს შევასრულებთ ვაქცინების გავრცელებაში და ასევე ვნახავთ, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია იმისთვის, რომ ვაქცინები საქართველოში რაც შეიძლება სწრაფად ჩამოვიტანოთ", - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა განაცხადა. 

მისი თქმით, უახლოეს დღეებში საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის დამცავი აღჭურილობა ჩამოვა. ევროკავშირი ასევე მუშაობს საავადმყოფოების მოდერნიზაციაზე.

რაც შეეხება ჯანდაცვის სისტემას, ამ მიმართულებით ჩვენ ბევრს ვმუშაობთ ჩვენს ფავორიტ პარტნიორთან, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად, რომელიც როგორც ვიცი, საქართველოს ფავორიტი პარტნიორიცაა. ჩვენ ერთად საკმაოდ ბევრი რამ გავაკეთეთ, პირველ რიგში, პირადი დამცავი აღჭურვილობის, სამედიცნო აღჭურვილობის, ასევე ტრენინგების უზრუნველსაყოფად. ეს ისაა, რის კეთებასაც ჩვენ გავაგრძელებთ. ვიმედოვნებ, რომ აღჭურვილობის ახალი პარტია ძალიან მალე ჩამოვა საქართველოში, უახლოეს დღეებში, ზუსტი თარიღი არ ვიცი, თუმცა, როგორც მუბნებიან, ეს წლის ბოლომდე მოხდება. გარდა ამისა, ჩვენ ვმუშაობთ საავადმყოფოების მოდერნიზაციაზე, ამას ვაკეთებთ ევროპის საინვესტიციო ბანკთან ერთად“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა ტელეკომპანია "იმედთან" ინტერვიუში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system