თავში

გამყრელიძე: ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ ირანის მოქალაქეებს კორონავირუსი არ აქვთ

გამყრელიძე: ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ ირანის მოქალაქეებს კორონავირუ
გამყრელიძე: ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ ირანის მოქალაქეებს კორონავირუსი არ აქვთ

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ირანის მოქალაქეებს ახალი კორონავირუსი არ დაუდგინდათ. ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ პაციენტებს მსუბუქი რესპირაციული ვირუსები აქვთ. 

"ირანიდან ჩამოსული 3 მოქალაქეა, ერთი ოჯახის წევრები, ჩაუტარდათ კლინიკური კვლევები, დილას აიღეს ნაცხები კორონავირუსულ ინფექციაზე და ასევე მოლეკულური კვლევები სხვადასხვა რესპირაციულ ვირუსებზე. ნახევარი საათის წინ დამთავრდა ეს კვლევები. უარყოფითია კორონავირუსულ ინფექციაზე. არის დადებითი მსუბუქად ადენოვირუსულ და რინოვირუსულ ინფექციებზე ანუ რესპირაციულ ვირუსებზე“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

პაციენტების შემდგომი კლინიკური მართვის შესახებ გადაწყვეტილებას საავადმყოფოს ხელმძღვანელობა მიიღებს. 

ირანის სამი მოქალაქე საქართველოში წუხელ ჩამოვიდა. შემოწმებისას მათგან ორს მაღალი ტემპერატურა აღენიშნათ, რის გამოც ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ახალი ტიპის კორონავირუსზე კვლევა "ლუგარის" ლაბორატორიაში ჩატარდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system