თავში

იაპონელმა მეცნიერებმა ალცჰაიმერისგან განკურნების მეთოდს მიაკვლიეს

იაპონელმა მეცნიერებმა ალცჰაიმერისგან განკურნების მეთოდს მიაკვლიეს
იაპონელმა მეცნიერებმა ალცჰაიმერისგან განკურნების მეთოდს მიაკვლიეს

კეიოს უნივერსიტეტისა და აიჩის სამედიცინო უნივერსიტეტის მეცნიერებმა ალცჰაიმერისაგან დაავადებული თაგვები განკურნეს. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა The Asahi Shimbun იუწყება. 

გამოცემა აღნიშნავს, რომ მეცნიერთა ჯგუფმა თაგვებში ალცჰაიმერის დაავადების სიმპტომი ხელოვნური ინექციის შეყვანით გამოიწვია.

კვლევებმა აჩვენა, რომ როდესაც ნეირონების, ან ნერვული უჯრედების დამაკავშირებელი სინაფსები იჭრება, ცერებრალური სიგნალების გადაცემა რთულდება, რის გამოც ნევროლოგიური პრობლემები აქვეითებს მეხსიერებას და ხელს უშლის სხეულის მოძრაობას.

მეცნიერთა ჯგუფმა, ალცჰაიმერისა და სხვა ნევროლოგიური დარღვევების მქონე თაგვების განკურნება, სინაფსის წარმომქმნელი ცილების ხელოვნური კონექტორების გამოყენებითა და გაწყვეტილი ნერვული ქსელების შეერთებით შეძლო. იაპონელი მეცნიერების მიერ შემუშავებული მეთოდით მღრღნელები რამდენიმე დღეში განიკურნენ. 

სამომავლოდ აღნიშნული აღმოჩენის გამოყენება  ფართო სამედიცინო პრაქტიკაში იგეგმება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system