თავში

ინფექციურ საავადმყოფოში ირანის კიდევ ოთხი მოქალაქე მოათავსეს

ინფექციურ საავადმყოფოში ირანის კიდევ ოთხი მოქალაქე მოათავსეს
ინფექციურ საავადმყოფოში ირანის კიდევ ოთხი მოქალაქე მოათავსეს

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ირანის კიდევ ოთხი მოქალაქე მოათავსეს. გავრცელებული ინფორმაციით, მათ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შემოწმებისას, მაღალი ტემპერატურა აღენიშნათ. ამის შესახებ ინფორმაცია კლინიკაში დაადასტურეს. 

პაციენტებს შორის ერთი ქალია და სამი ახალგაზრდა კაცი. ოთხივე მათგანს შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტარდება. 

აღნიშნულთან დაკავშირებით, მოგვიანებით, ოფიციალური განცხადებაც გაკეთდება. 

ირანის სამი მოქალაქე ინფექციურ საავადმყოფოში გუშინაც შეიყვანეს. ეჭვი კორონავირუსის შესახებ პაციენტებს არ დაუდასტურდათ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system