თავში

ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ირანის მოქალაქეებს ჯანმრთელობის კვლევა უტარდებათ

ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ირანის მოქალაქეებს ჯანმრთელობის კვლ
ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ირანის მოქალაქეებს ჯანმრთელობის კვლევა უტარდებათ

ინფექციურ საავადმყოფოში მთავსებული ირანის ოთხი მოქალაქის ჯანმრთელობის კვლევის პასუხი დღეს გახდება ცნობილი. ანალიზები "ლუგარის" ლაბორატორიაში ჩატარდება. ამის შესახებ კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. 

მისი თქმით, პაციენტებს ახალი ტიპის კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები არ აქვთ. ეზუგბაიას ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებისას მათ ცხელება აღენიშნებოდათ, თუმცა ჩატარებული კვლევებით ფილტვების ანთება გამოირიცხა.

"ჩვენს ცენტრში მოთავსდა ირანის 4 მოქალაქე, მათ შორის სამი მამაკაცის ასაკით 20-დან 30 წლამდე. განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ირანის მოქალაქეებს იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო სამი დღეა ირანში პირველად დადასტურდა ახალი კორონავირუსის კონფირმაციით დაავადება. ამ 3 დღის განმავლობაში 29 შემთხვევიდან 6 გარდაცვალებით დასრულდა.

გუშინ ყველას აღენიშნებოდა ცხელება. ჩატარებული კვლევებით გამოირიცხა ფილტვის ანთება, A და B ტიპის ვირუსი. პერიფერიულ სისხლში არსებული მონაცემებით, არ დასტურდება ახალი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი კლინიკიური ნიშნები, როგორიც არის ლეიკოპენია და ლიმფოპენია. 

დიდი ალბათობით, ჩატარებული კვლევების შედეგად, ალბათ აქ არ დადასტურდება ახალი კორონავირუსით ინფიცირება, მაგრამ ჩვენ დღეს ველოდებით ლუგარის ლაბორატორიას, აიღებენ ტესტს და დღის ბოლოსთვის გვეცოდინება ტესტის პასუხი, სავარაუდოდ ნეგატიური“ ,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მსოფლიოში, ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 77 064 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 63 454 ჩინეთის პროვინცია ჰუბეიზე მოდის. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system