თავში

იტალიელის ისტორია, რომელიც კორონავირუსს ლამის ემსხვერპლა

​იტალიელის ისტორია, რომელიც კორონავირუსს ლამის ემსხვერპლა
იტალიელის ისტორია, რომელიც კორონავირუსს ლამის ემსხვერპლა

ახალგაზრდა ადვოკატმა რომიდან, რომელმაც კორონავირუსი რთული ფორმა გადაიტანა, გამოცემა Die Welt უამბო, როგორ გადალახა დაავადება.

33 წლის ანდრეა ნაპოლის თქმით, მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არასოდეს აწუხებდა. არასოდეს უჩიოდა სასუნთქი გზების დაავადებებსაც. მამაკაცი რეგულარულად ვარჯიშობდა და სტატისტიკის მიხედვით, რისკ-ჯგუფში არ შედიოდა.

ანდეა ამბობს, რომ ჯერ ხველება დაეწყო. შემდეგ სიცხემ აუწია. სამ დღეში მას კორონავირუსი დაუდასტურდა. ნაპოლი თვითიზოლაციაში გაუშვეს, თუმცა მეორე დღეს მისი მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა და მამაკაცი რეანიმაციაში გადაიყვანეს. კვლევამ აჩვენა, რომ მას ფილტვების ანთება აქვს.

"მე 33 წლის ვარ, შესანიშნავი ჯანმრთელობა მაქვს, და სულ რაღაც დღე-ნახევარში რეანიმაციაში აღმოვჩნდი", - ამბობს ნაპოლი.

მომდევნო 9 დღე პაციენტმა ჟანგბადის აპარატით გაატარა. ამ პერიოდში მის სართულზე კორონავირუსმა სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

"ბევრი, ძალიან ბევრი ტკივილი ვნახე. ეს ძალიან მძიმე იყო", - იხსენებს მამაკაცი.

მისი თქმით, განყოფილებაში მუდამ ისმოდა ყვირილი და ხველება.

ერთ კვირაში ნაპოლი ჩვეულებრივ პალატაში გადაიყვანეს, შემდეგ კი - ადგილობრივ სასტუმროში, სადაც გამოჯანმრთელების პროცესში მყოფი პაციენტები ცხოვრობდნენ.

ნაპოლის დღემდე სუნთქვა უჭირს, მის სისხლში ჟანგბადის დონე კი ძალიან მცირეა.

"მე მალე ვიღლები. საპირფარეშოდან ლოგინამდე მივდივარ და უკვე სუნთქვა არ მყოფნის. კუნთები მტკივა, მე ხომ 9 დღე ლოგინში მოძრაობის გარეშე ვიწექი. ეს არ იყო ადვილი", - ამბობს ის Die Welt-თან ინტერვიუში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system