თავში

ჯანდაცვის სამინისტრო სტომატოლოგიურ კლინიკებს რეკომენდაციით მიმართავს

ჯანდაცვის სამინისტრო სტომატოლოგიურ კლინიკებს რეკომენდაციით მიმართავს
ჯანდაცვის სამინისტრო სტომატოლოგიურ კლინიკებს რეკომენდაციით მიმართავს

2020 წლის 1-ელ მაისამდე გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება შეჩერების რეკომენდაციით ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებს მიმართავს. ამის შესახებ ინფორმაცია სამინისტრომ გამოაქვეყნა. უწყების ცნობით, სტომატოლოგიური პროცედურები დიდი რაოდენობის წვეთების და აეროზოლების გამოყოფას გულისხმობს. სწორედ ამიტომ, ის ინფექციის გავრცელების მაღალი რისკის ჯგუფში შედის.

მომსახურების განხორციელების შეწყვეტასთან ერთად, სამინისტრო გასცემს შემდეგ რეკომენდაციებს:

- არ იქნას გამოყენებული მაღალი სიჩქარის ბუნიკები, ულტრაბგერითი და ჰაერ-ჭავლოვანი აპარატები, შესაბამისად, არ ჩატარდეს სტომატოლოგიური მანიპულაციები, რომლის დროსაც წვეთები და აეროზოლები გამოიყოფა; 

- რესპირატორული დაავადებების კლინიკური სიმპტომების (ხველა, ქოშინი, მაღალი ტემპერატურა და COVID 19-ისთვის დამახასიათებელი სხვა ნიშნები) არსებობისას განხილულ იქნეს სამედიცინო მომსახურების გადავადების შესაძლებლობა პაციენტის გამოჯანმრთელებამდე; 

- იმ შემთხვევაში, როდესაც სტომატოლოგიური ჩარევის გადავადება შეუძლებელია, გადაუდებელი დახმარების სერვისი განხორციელდეს ინფექციის კონტროლის ღონისძიებების ზედმიწევნით დაცვით, რომლის მთავარი მიზანია დაავადების გადაცემის პრევენცია; 

- კორონავირუსით დაინფიცირებაზე საეჭვო ან დადასტურებული შემთხვევის მქონე პაციენტებს, როგორიცაა დაინფიცირებული პაციენტი, მასთან კონტაქტში მყოფი პირი ან პირი, რომელიც დროებით იმყოფება საკარანტინო ზონაში ან სტომატოლოგიურ მომსახურებამდე 14 ან ნაკლები დღის წინ იმყოფებოდა ახალი კორონავირუსის მაღალი რისკის ქვეყნებში, შეიძლება გაეწიოს მხოლოდ გადაუდებელი სტომატოლოგური მომსახურება; 

- გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურება ხორციელდება სისხლდენის, აბსცესის, ტრავმული დაზიანებების, მწვავე ტკივილის, შეშუპების შემთხვევაში

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system