თავში

კორონავირუსი მამაკაცებისთვის უფრო საშიშია - რა არის მიზეზი?

კორონავირუსი მამაკაცებისთვის უფრო საშიშია - რა არის მიზეზი?
კორონავირუსი მამაკაცებისთვის უფრო საშიშია - რა არის მიზეზი?

"უხილავმა მტერმა" უკვე 60 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მკვლევარები მუდმივად ცდილობენ ახალი კორონავირუსის შესახებ ახალი დეტალების დადგენას, რათა მასთან ბრძოლა უფრო ეფექტური გახდეს.

ერთ-ერთი თეორიის თანახმად, კორონავირუსით გარდაცვალების შანსი მამაკაცებში უფრო მაღალია. ეპიდემიის დაწყებისას ჩინეთში 44 000-ზე მეტი ადამიანის შემთხვევა შეისწავლეს და აღმოჩნდა რომ, მამაკაცებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2,8% იყო, ხოლო ქალებში - 1,7%.

მსგავსი რამ იტალიაშიც დაფიქსირდა. იტალიის ჯანდაცვის ინსტიტუტის ინფორმაციით, მამაკაცებში გარდაცვალების პროცენტული მაჩვენებელი 10,6 -ია, ქალებში კი მხოლოდ 6.

საგულისხმოა, რომ  ძველი ეპიდემიების დროსაც, კორონავირუსების ჯგუფის სხვა  წარმომადგენლებშიც (SARS და MERS) მსგავსი ტრენდი დაფიქსირდა.

მეცნიერებს არ შეუძლიათ დაზუსტებულად თქვან რა არის ვირუსით გარდაცვლილა შორის გენდერული უთანასწორობის გამომწვევი, თუმცა შესაძლოა ამის მიზეზი ისაა, რომ მამაკაცები ქალებთან შედარებით მეტ თამბაქოს ეწევიან და მეტ ალკოჰოლს იღებენ, 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system